22 მაისი გიმნაზიაში განსაკუთრებული დღე იყო — დაირეკა ბოლო ზარი მე-12 კლასელებისთვის. დერეფნები სავსეა სიხარულით, ოდნავი სევდით და უამრავი მოგონებით. მოსწავლეები, რომლებიც წლების განმავლობაში ერთად იზრდებოდნენ, სწავლობდნენ და ოცნებობდნენ, დღეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადიან.
ღონისძიებაზე მე-12 კლასელები დალოცა სკოლის დირექტორმა დეკანოზმა დანიელმა. მისმა გულწრფელმა სიტყვებმა და დალოცვამ განსაკუთრებული სითბო და ძალა შესძინა ამ მნიშვნელოვან დღეს. დააჯილდოვა წარჩინებული მოსწავლეები თათია თურმანიძე ორქის მედლით და სიგელით, გვანცა აბუსელიძე ვერცხლის მედლით და სიგელით, ასევე მე-12 კლასისი მოსწავლეებს გადასცა სიმბოლურად გიმნაზიის სიგელები.
თბილი და გულითადი სურვილებით მიმართა მოსწავლეებს დირექტორის მოადგილემ, ჯულიეტა კაკაბაძემ, რომელმაც წარმატება და ბედნიერი მომავალი უსურვა თითოეულ მათგანს.
ბოლო ზარი მხოლოდ სკოლასთან დამშვიდობება არ არის — ეს არის ბავშვობის დასრულება და ახალი გზის დასაწყისი. თითოეულ ნაბიჯს, თითოეულ გაკვეთილს და თითოეულ მეგობრულ საუბარს თავისი მნიშვნელობა აქვს. მასწავლებლების რჩევები, მეგობრების სიცილი და გიმნაზიის ყოველი კუთხე მათ გულში სამუდამოდ დარჩება.
მე-12 კლასელები მადლიერებით ემშვიდობებიან გიმნაზიას — იმ ადგილს, რომელმაც მათ ცოდნა, გამოცდილება და ურთიერთობების მნიშვნელობა ასწავლა. წინ მათ ახალი მიზნები, დიდი გეგმები და უამრავი შესაძლებლობა ელით. 🎓✨