• სიახლეები

            • სკოლის შიდა სასკოლო ტურნირი მინი ფეხბურში VII -XII კლასები

            • ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლაში ჩატარდა შიდა სასკოლო ტურნირი მინი ფეხბურში VII -XII კლასებს შორის . 25 იანვარს ჩატარდა ნახევარფინალური და ფინალური ეტაპები. გამოვლინდნენ გამარჯვებულები ,რომელთაც გადაეცათ მედლები, სიგელები და სიმბოლური თასები . გამარჯვებული გუნდის წევრები : 1. ლუკა გორგილაძე 2.გიგა მაჭუტაძე 3.ნიკა მაჭუტაძე 4. საბა ფალავანდიშვილი 5.დაჩი აბუსერიძე 6. ლუკა თავდგირიძე ტურნირის საუკეთესო მოთამაშეები გახდნენ : 1.ნიკოლოზ ბოლქვაძე-საუკეთესო მეკარე ( XI კლასი) 2. ლუკა გორგილაძე-ბომბარდირი (XI კლასი) 3. საბა მამულაძე-საუკეთესო მოთამაშე (VIII კლასი ) მოზარდისთვის სპორტი გარდა ჯანმრთელობისა არის მეგობრების შეძენის, თანატოლებთან ურთიერთობებისა და ჯგუფურ აქტივობებში ჩართვის საუკეთესო შესაძლებლობა.

              შეყვანა

              You sent

               

               

               

               

            • გილოცავთ უდიდეს საუფლო დღესსწაულს ნათლისღებას.

            •  

              ნათლისღება – ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანიაში სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის.

              მაცხოვარმა თვითონ კი არ მიიღო სიწმიდე ან, როგორც უცოდველი, განწმედას კი არ საჭიროებდა, არამედ ნათელიღო ჩვენი შეწევნისათვის, შემუსრა ეშმაკი და განწმედილი წყლით ჩვენი უსჯულოება განბანა.

              ამ დღეს ღვთის განცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად სამება – ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა : „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”.

            • გილოცავთ შობას იესო ქრისტესი!!!

            • ხორციელი შობა იესო ქრისტესი - (7 იანვარი ახ. სტ., 25 დეკემბერი ძვ.სტ.) - ქრისტეს შობის წინ რომის იმპერატორმა ავგუსტომ გამოაცხადა მოსახლეობის ღწერა. ყველა იმ ქალაქში ან სოფელში უნდა წასულიყო, სადაც მისი წინაპრები ცხოვრობდნენ. იოსებიც და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელიც ორივე დავით მეფის შთამომავალნი იყვნენ და ამიტომ იერუსალიმის ბეთლემში წავიდნენ, სადაც ცხოვრობდა დავით წინასწარმეტყველი.მართალმა იოსებმა მარიამი შესვა სახედარზე და გაუდგა გზას იერუსალიმის ბეთლემისაკენ.ბეთლემამდე ვერ მიაღწიეს. სოფლის ახლოს ასტკივდა მუცელი წმ. მარიამს და იოსებმა გამოქვაბულს შეაფარა იგი, რადგანაც სასტუმროებში ადგილი არ აღმოჩნდა მათთვის. ქრისტეს შობის დროს მთელი გამოქვაბული მოიცვა უჩვეულო ნათელმა. როცა იგი გაფერმკრთალდა, გამოჩნდა ყრმა, რომელიც უკვე ძუძუს სწოვდა.გამოქვაბულს, რომელშიც იშვა ქრისტე, სამეფო მწყემსები საქონლის სადგომად იყენებდნენ ხოლმე და ამიტომ მას გომურადაც მოიხსენიებდნენ. გომურიდან ნახევარი საათის სავალ მანძილზე ყოფილა ძელი, რომლის სიახლოვეს ერთ დროს მამის ფარას მწყემსავდა დავით მეფსალმუნე. ქრისტეს შობისას სწორედ ამ ადგილას იყვნენ მწყემსები და ღამით თავიანთ ფარას დარაჯობდნენ. და აჰა, უფლის ანგელოზი გამოეცხადა მათ და უთხრა: „ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა ესერა გახარებთ თქვენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა. რამეთუ იშვა დღეს თქუნდა მაცხოვარი, რომელი არის ქრისტე უფალი, ქალაქსა დავითისასა, და ესე იყოს თქუენდა სასწაულად: ჰპოვოთ ყრმაჲ იგი შეხუეული და მწოლიარე ბაგასა“. მეყსეულად გაჩნდა ანგელოზთან ციურ მოლაშქრეთა ჯარიც, რომელნიც ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: „დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქვეყანასა ზედა მშვიდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ“. როცა ანგელოზები ზეცად ამაღლდნენ, მწყემსებმა ბეთლემს მიაშურეს და იხილეს მარიამი, იოსები და ყრმა იესო, ბაგაში მწოლიარე.კაცობრიობის ისტორიაში მაცხოვრის შობა უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რადგანაც მეორე საუკუნის წმ. ირინეოს ლიონელის მიხედვით, „ღმერთი განკაცდა, რათა ჩვენ ღმერთ ვიქმნეთ“, ხოლო წმ. პავლე მოციქული დაამატებს, რომ ღმერთი დამდაბლდა ადამიანამდე, ანუ ზეცა დაეშვა დედამიწაზე, ადამიანმა ზეცად ასვლა რომ შეძლოს.

            • პატრიარქის აღსაყდრების დღე

            • დღეს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 წელი გავიდა. გიმნაზიის დირექცია და პედ-კოლექტივი ვულოცავთ უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით !

              ილია მეორის ლოცვა და თანადგომა, გვაძლიერებს და მაგალითია თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო და საკუთარი ხალხი.

              უწმინდესის ღვაწლი გამორჩეულია ერის რწმენაში დაბრუნების და სულიერების განმტკიცების საქმეში.

              გულითადად ვულოცავთ, კვლავაც დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და მხნეობას ვუსურვებთ!

            • შიდა სასკოლო ოლომპიადა ქართულ ენასა და ლიტერატურაში

            • მიმდინარე სასწავლო წლის დეკემბერში მამა დანიელის ლოცვა-კურთხევით ჩატარდა ქართული ენის კათედრის მიერ ორგანიზებული შიდა სასკოლო ინტელექტუალური ოლიმპიადის მე-2 და მე-3 ტური ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით შეჯიბრი, მოსწავლეთა ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობის გაღვივება, მოვლენებისა და ფაქტების ანალიზის საფუძველზე დასკვნების გამოტანა და გადაწყვეტილებების მიღება, კრიტიკული აზროვნების გამომუშავება, გუნდური და თანმშრომლობითი უნარის განვითარებასა და ინტელექტუალურ აზროვნებას ეფუძნებოდა.

              მესამე ეტაპი-მხოლოდ გუნდის კაპიტნები ღებულობდნენ მონაწილეობას, მათ უნდა გაეცათ კითხვებზე პასუხი წარმატების მოსაპოვებლად. აღსანიშნავია მე-3 ტურში შეკითხვების გამოგზავნაში მონაწილეობის უფლება მთელს სკოლას ჰქონდა, მოსწავლეებმა გამოაგზავნეს საინტერესო კითხვები(კითხვის ავტორი წამახალისებელი პრიზით დაჯილდოვდა).გამარჯვებული გუნდები და მონაწილეები დასაჩუქრდა სიგელებითა და საჩუქრებით.

              #პედაგოგები

              #სოფიკოივანაძე

              #ჯულიკაკაბაძე

            • ჩვენი სპორცმენები

            • ვულოცავთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს დათა გორგილაძეს ( მე-8 კლასი) საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ჯუმბერ მამფორიას ხსოვნის ტურნირი 13 წლამდე, პირველი ადგილს 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში

              და ბარბარე კონცელიძეს (მე-4 კლასი) შიდა სპორტულ პირველობობაზე პირველ ადგილს აკრობატიკაში.

              წარმატებები ჩვენს მოსწავლეებს, მრვალჯერ გაემარჯვოთ სპორტულ ასპარესზე;

              #ბარბარეკონცელიძე

              #დათაგორგილაძე

            • მედალოსნები

            • გიმნაზიის დირექტორმა , დეკანოზმა დანიელმა დააჯილდოვა ჩვენი სკოლის 2019-2020 წლის და 2021-2022 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებულები გიმნაზიის სახელობის ოქროსა და სახელმწიფო განათლების მიერ დაწესებული ვერცხლის მედლებით და მედალთან ერთად გადასცა მოწმობები და სიგელი; დალოცა და უსურვა წინსვლა და წარმატებები შემდგომ საფეხურზე !!წარმატებები ჩვენს წარმატებულ აწ უკვე სტუდენტებს #დავითგახარია#ნინოათაბაძე

            • შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლების იმიტირებული გაკვეთილი

            •  

              დღეს 6 დეკემბერს ჩაქვის წმიდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლაში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები ეწვივნენ და შტაბის წევრებთან ერთად, პრაქტიკული სწავლება განახორციელეს თუ როგორ უნდა მოხდეს მოსწავლეების უსაფრთხო ევაკუაცია საგანგებო სიტუაციების დროს (მაგ: ხანძარი, მიწისძვრა).
              ამ ტიპის ღონისძიებების მიზანია, საგანგებო სიტუაციების დროს, აღსაზრდელებისა და პერსონალის მზადყოფნა, ასევე, ინციდენტზე კოორდინირებული რეაგირებისთვის საჭირო თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.
              ღონისძიება წინასწარ განსაზღვრული სცენარის მიხედვით ჩატარდა. განხორციელდა შენობიდან მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია, იმიტირებული ხანძრის ქრობა და სხვა აქტივობები.
              მეხანძრე–მაშველებმა მიწისძვრის შედეგად დაზარალებულის სიმაღლიდან დაშვების, ასევე, მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ხანძრის ქრობის იმიტირებული ჩვენება გამართეს.
              სწავლების მიზანი იყო, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მოხალისე-მაშველეთა ჯგუფების შექმნა, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში მათი აქტიური ჩართვა, რისკების სწორად შეფასება და საგანგებო სიტუაციების დროს პირველადი რეაგირების უნარ-ჩვევების განვითარება.
              გიმნაზია უღრმეს მადლობას უხდის სიმულაციურ სწავლებაში გაწეული დახმარებისათვის ქობულეთის სახანძრო - სამაშველო სამმართველოს აჭარის ა.რ საგანგებო სიტუაციების მართვის მთ. სამმართველოს კოორდინაციის განყოფილების ხელმძღვანელ პირებსა და მეხანძრე-მაშველთა მორეაგირე ჯგუფებს.

              შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლების იმიტიებული გკვეთილი

            • ფესტივალი " პირველი ავტოგრაფი"-შ გამარჯვება

              • დასრულდა საყმაწვილო, სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალიპირველი ავტოგრაფი🎇
              • უაღრესად ამყები და ბედნიერები ვართ, რადგან ჩვენი სკოლის დასმა „ არია“-მ მიიღო ერთ- ერთი ნომინიაცია, ეს არის პედაგოგების, ბავშვების და დირექციის დიდი დამსახურება.
              • უამრავი წარმატება ჩვენ თეატრალებს  <3

              #ნომინაცია საუკეთესო გოგონა(მოსწავლე) მსახიობი

              ქობულეთი დაბა ჩაქვის წმიდა კეთილმორწმნე მეფე დავითის სახელობის სკოლა

              სკოლის თეატრალური დასი „არია“

              გიორგი ერისთავის მიხედვით

              სპექტაკლი „გაყრა“

              ნია თედორაძე (შუშანის როლის შემსრულებელი)

              მადლობა პედაგოგებს ჯულიეტა კაკაბაძეს( ქართული ენა და ლიტერატურა) რომელმაც ერთი ჩვეულებრივი გაკვეთილი ზეიმად გადაუქცია ჩვენს მოსწავლეებს და გულნარა მაისაიას( დამრიგებელს) უანგარო შრომისთვის.

            • "პირველი ავტოგრაფი"

            • საყმაწვილო, სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალის "პირველი ავტოგრაფის" ფარგლებში

              ჩვენი გიმნაზიის მე-12 კლასის დასმა "არიამ", ბათუმის მოზარდ-მაყურებელთა და თოჯინების თეატრში წარმატებით წარმოადგინა სპექტაკლი "გაყრა".

              დაჯილდოვდა სკოლა და მოსწავლეები, დიპლომი ასევე გადაეცა სკოლის დირექტორ დეკანოზ დანიელ სოლომონიძეს არაფორმალურ განათლებაში სკოლის აქტიური ჩართვისთვის. გვინდა მადლობა გადავუხადოთ "პირველი ავტოგრაფის" ორგანიზატორებს, რომ მიეცა ახალგაზრდებს საშუალება მაქსიმალურად წარმოეჩინათ თავისი შესაძლებლობები.

            • „ამერიკის საელჩოს კითხვაში გამოწვევის საზაფხულო პროგრამა"

            • ვულოცავთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს „ამერიკის საელჩოს კითხვაში გამოწვევის საზაფხულო პროგრამაში“ გამარჯვებას.

              მართა გახარიამ მოიპოვა პლატინის და მაგდა დუმბაძემ ოქროს სერთიფიკატი. წარმატებები ჩვენს მოსწავლეებს.

              მადლობა ამერიკის კუთხეს რომ აძლევს მოსწავლეებს საკუთარი ცოდნის გამოვლენის საშუალებას.

              #Summer#Reading#Books#

            • გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას

            • ძვირფასო პედაგოგებო, მოსწავლეებო, მშობლებო გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ თითოეული თქვენგანისთვის ყოფილიყოს ნაყოფიერი და წარმატებებით გამორჩეული. განსაკუთრებით ვულოცავთ ამ დღეს პირველკლასელებს, იმ პატარა მოსწავლეებს რომლებსაც ყოველთვის ემახსოვრებათ.

              სკოლის დირექტორმა დეკანოზმა დანიელმა მიულოცა მოსწალვეებს სასწავლო წლის დაწყება და ჩაატარა საჯანმრთელო პარაკლისი, აკურთხა სკოლა და გადასცა წარჩინებულ მოსწავლეებს სიგელები.

            • გიმაზიის კურსდამთავრებულები

            • ვულოცავთ გიმნაზიის კურსდამთავრებულებს სტუდენტობას, წარმატებები ცხოვრების ახალ საფეხურზე.

              გრანტი მოიპოვა 4 მოსწავლემ:

              რეზი გოგმაჩაძე 70%

              ნინო ათაბაძე 50 %

              ნიკა არძენაძე 50%

              გიორგი კონცელიძე 50%

              სოფო კარალიძე და დაჩი დუმბაძე უფასო ფაკულტეტი;

              წარმატებები ყველა მოსწავლეს : მათ შორის ლევან ოტოლაძეს, ანეტი ქარცივაძეს, მიშა კაკაბაძეს;

            • ფორმის ესკიზი

            • გვიახლოვდება ახალი სასწავლო წელი!

              ჩაქვის სასულიერო გიმნაზია გთავაზობთ მოსწავლეთა ფორმების ესკიზებს გოგონებისა და ვაჟებისთვის

              ( ფორმის შეფერილობა არის მუქი ლურჯი)

            • ოქროს მედალოსანი

            • ქობულეთის მერიამ 27 ივნისს დააჯილდოვა 2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებული მედალოსნები.

              მათ შორის ჩვენი გიმნაზიის მოსწავლე ნინო ათაბაძე, რომელმაც ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა.

              წარმატებები ნინოს ცხოვრების ახალ ეტაპზე.

              https://www.facebook.com/114129970136753/posts/580317590184653/

            • მეწარმეობის საფუძვლები

            • ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს ეგიდით მეწარმეობის სწავლების ფარგლებში სკოლებში შესაბამისი კლასის მოსწავლეებში ჩატარდა Entrepreneurship Skills Pass (ESP) სამეწარმეო უნარ-ჩვევების საერთაშორისო გამოცდა.

              გამოცდა წაჩინებულად ჩააბრეს და მიიღენ ორ ენოვანი სერტიფიკატი მე-10 კლასის მოსწავლეებმა: გვანცა ლაზიშვილმა და მარიამ ქათამაძემ.

              ვულოცავთ ბავშვებს და წარმატებებს ვუსურვებთ შემდგომშიც.

              მადლობა პედაგოგს ქეთევან მოწყობილს გაწეული შრომისთვის.