2025 წლის 16 თებერვალს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ მისი უწმინდესობის სრულიად საქართვლოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II - ის ლოცვა -კურთხევით ეკლესიისა და სამშობლოს წინაშე ერთგულებით მსახურების გამო ჩვენი გიმნაზიის დირექტორი დეკანოზი დანიელ სოლომონიძე დააჯილდოვა გამშვენებული ჯვრით. ასევე ეკლესიისა და სამშობლოს წინაშე ერთგულებით მსახურების გამო ჩვენი გიმნაზიის მოძღვარი დეკანოზი ეფრემ ალელიშვილი დააჯილდოვდა მიტრით. ვულოცავთ ჩვენს ძვირფას მოძღვრებს დიდი სიყვარულით.
სიახლეები
დაჯილდოება
სტუმრად ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლები
სსიპ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლები ააიპ ჩაქვის წმიდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის უფროსკლასელებს შეხვდნენ. აღნიშნული ვიზიტების მთავარი მიზანია, აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოსწავლეებს, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მიერ დაფინანსებული ღონისძიებებისა და პროგრამების შესახებ მიეწოდოს ინფორმაცია. შეხვედრები დიალოგის რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უკუკავშირის შედეგად, ცენტრის ღონისძიებები მეტად მორგებული და ხელმისაწვდომი იყოს ახალგაზრდებისთვის.
6
ახალგაზრდებში ჯარის შესახებ ცნობიერების ამაღლება
2025 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო სამხედრო სამსახური განახლდა და წვევამდელთა ეროვნული სამსახურით შეიცვალა.
ამ და სხვა სიახლეებზე სასაუბროდ გიმნაზიას ეწვია უფროსი სერჟანტი კობა ნოღაიდელი და სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ქობულეთის მინუციპალური განყოფილების უფროსი მაიორი ამირან შანიძე.
მათ უფროსკლასელებს თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.
შეხვედრის მიზანი ახალგაზრდებში ჯარის შესახებ ცნობიერების ამაღლება და კანონში შეტანილი სიახლეების გაცნობა იყო.
პატარა ჩემპიონი
ჩვენი პატარა გიმნაზიელი , მეორე კლასის მოსწავლე ლუკა ბარბაქაძე ( (დამრიგებელი ხათუნა მამულაიშვილი) მონაწილეობდა აჭარის ჩემპიონატში "კიოკუშინკაიკან კარატეში" ასაკობრივ კატეგორიაში და აიღო მეორე ადგილი. ვულოცავთ ლუკას ამ დიდ გამარჯვებას, წარმატებები და წინსვლა დიდ ასპარეზებზე.
დავითობა
დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით მე-6 კლასში, დამრიგებელი თამარ რობაქიძე ჩატარდა საკლასო ღონისძიება "დავით მეფე აღმაშენებელი" , სადაც განხილულ იქნა იმდროინდელი ეპოქა, მისი მოღვაწეობის პერიოდი. მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები, ნახატები.
2
გილოცავთ დავითობას!
წმინდა მეფე დავით აღმაშენებელის ძალა და მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს!
„ხოლო მეფესა დავითს ამისთჳს ეწოდა აღმაშენებელი, რამეთუ ოდეს იქმნა მეფედ, იყო ქუჱყანა ესე სრულიად ოჴერ. ამან განავსნა და აღაშენნა, რომელ არღარა ეტევოდა ამით, რამეთუ იყო მოშიში და მოყუარე ღმრთისა; გლახაკთა, ქურივთა და ობოლთა მოწყალე, სნეულთა თჳთმსახური, ეკკლესიათა, ქსენონთა მაშენებელი, სამღუდელოთა მეპატივე, წერილთა საღმთოთა მოყუარე...“
#eTwinning პროექტი
#eTwinning პროექტის ფარგლებში გვქონდა გაცნობითი პატარა პროექტი „მიწერე წერილი უცხოელ მეგობარს“ სადაც მოხდა ორი ქვეყნის თურქეთისა და საქართვეელოს , ჩვენი გიმნაზიელი მოსწავლეების გაცნობა.11 მოსწავლისგან შედგებოდა ეს პროექტი, რომელსაც ხელმძღვანელობდა მასწავლებელი მაკა კალანდაძე,საქართველოს მხრიდან და თურქეთის მხრიდა ინგლისურის ენის მასწავლებელი Senagül Aydın Yalçın. პროექტის ფარგლებში მოხდა სახელობითი სუვენირებისა და ქართული ტრადიციების მაგნიტების შეძენა, რაც ჩვენი სკოლის დირექტორი დეკანოზი დანიელის კურთხევით შევიძინეთ და გიმნაზიამ გაწია ხარჯები, დაიწერა წერილები რომელშიც გაცნობითი სახის ინფორმაცია ეწერა თუ რომელ სკოლას წარმოვადგენდი, რა იყო მოსწაავლეების ინტერესის სფერო, თუ რომელ კუთხეში ვცხოვრობთ და საინტერესოდ მიაჩნით სხვა ქვეყნის თანატოლებთან ურთიერთობა და გაცნობა. მოხდა საახალწლო ბარათების ხელით დახატვა, რაშიც გვეხმარებოდა მე-8, მე-9 და მე-6 კლასის მოსწავლეები : ელენე ფუტკარაძე, თეკლა დავითაძე და ანასტასია ფუტკარაძე, მადლობა მათ დახმარებისთვის. გავცვალეთ წერილები და მისმა მიღებამ ძალიან გაახარა მასწავლებელი და მოსწავლეები...პროექტში მონაწილეობდნენ მოსწავლეები : მე-9 კლასი: აჩიკო აბუსელიძე, გიორგი ჯიჯავაძე, მართა ლაზიშვილი, მარიამ ათაბაძე, ელენე ქარცივაძე, მარიამ პროხოროვა, შოთიკო გუნდაძე;მე-10 კლასის მოსწავლეები : მარიამ ლამპარაძე, დათა გორგილაძე და ზაური კალანდაძე.მე-12 კლასის მოსწავლე: მაგდა დუმბაძე; მადლობა #eTwinning-ის ასეთი შესაძლებლობისთვის.Everything is very fantastic !
12
ნათლისღება
გილოცავთ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს! ნათლისღება - ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანიაში სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის.
მეორე სემესტრის სასწავლო პროცესის დაწყება
გაცნობებთ რომ ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში 2024- 2025 სასწავლო წლის მეორე სემესტრის სწავლა განახლდება 2025 წლის 15 იანვარს.
შობა
ყველას გილოცავთ ქრისტე-შობის დღესასწაულს!!!
ქრისტეს შობა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია ჩვენთვის. ეს სიკეთის, სიყვარულისა და სათნოების ზეიმია.
ყველას გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებას, კეთილდღეობას და უფლის მფარველობას
წინასწარმეტყველ დანიელის ხსენების დღე!
ანგელოზის დღეს - წინასწარმეტყველ დანიელის ხსენებას ვულოცავთ გიმნაზიის დირექტორს დეკანოზ დანიელს. ეწეოდეს და ფარავდეს წმინდა წინასწარმეტყველი დანიელი მრავალჟამიერ!
"ტვინების ბრძოლა"
გიმნაზიაში ჩატარდა შემოდგომის სეზონის ინტელექტუალური თამაში “ტვინების ბრძოლა” სხვადასხვა კატეგორიაში.
U5 კატეგოგორიაში პირველი ადგილი 64 ქულით დაიკავა მე-4 კლასის გუნდმა “არწივები”;
U8 კატეგორიაში პირველი ადგილზე გავიდა მე-8 კლასის გუნდი “ლელო”;
U12 კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა 11 კლასის გუნდმა “ენერგოვამპირები”;
წარმატებას ვუსურვებთ გუნდებს რაიონულ შეჯიბრში.
ამირან ხაბაზის სახელობის ლიტერატურული კონკურსი
2024 წლის 22 ოქტომბერს ქობულეთის კულტურის სახლში ჩატარდა პოეტ ამირან ხაბაზის სახელობის ლიტერატურული კონკურსის დასკვნითი ტური და გამარჯვებულთა დაჯილდოება. კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა მადლობის სიგელი და გამოვლინდა I- II -III ადგილის გამარჯვებული და გრან-პრის მფლობელი.
I ადგილი- ა(ა)იპ ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეს
მართა ლაზიშვილს
სამახსოვროდ გადაეცა სიგელთან ერთად ბიბლუსის 150 ლარიანი ვაუჩერი და ამირან ხაბაზის ლექსების კრებული, რომელიც გადასცა მისმა დამ სამახსოვრო წარწერით.
მადლობას ვუხდით ქობულეთის მერიასა და კულტურის ცენტრს ასეთი საინტერესო ლიტარატურული კონკურსისთვის.
ემილია კონცელიძეს წარმატებას.izrune.ge-ზე
ვულოცავთ ჩვენ პატარა მოსწავლეს ემილია კონცელიძეს წარმატებას.izrune.ge-ზე საზაფხულო ტესტებში მონაწილეობისთვის მიიღო დიპლომი, საქართველოს რეგიონების და დიდი ქართველების ცხოვრების საუკეთესოდ შემეცნებისთვის.
კვლავ უამრავ წარმატებას ვუსურვებთ.
სიგელების გადაცემა
ჩვენს სკოლაში უკვე ტრადიციად იქცა წლის დასაწყისში წარმატებული მოსწავლეების გამოვლენა და მათი დაჯილდოება დირექციის მხრიდან.
იმედს ვიტოვებთ რომ ამგვარი ქმედება ბევრ მოსწავლეს მოტივაციას შესძენს უკეთესი სწავლისთვის.
4
მშობლებთან შეხვედრა
10- 11 სექტემბერს გიმნაზიის დირექციამ გამართა მოსწავლეთა მშობლებთან საერთო შეხვედრა.შეხვედრისას სკოლის დირექტორმა დეკანოზმა დანიელმა და დირექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში მარიამ ტარიელაძემ ისაუბრეს 2024-2025 სასწავლო წლის გეგმებზე, მშობლებს გააცნო ახალი ინიციატივები და გამოწვევები, რაც სკოლის წინაშე დგას, ითხოვა მშობლებისაგან მეტი მხარდაჭერა და ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში.მშობლებთან შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაიმართა.
2023-2024 წლის კურსდამთავრებულების წარმატება
ვულოცავთ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს სტუდენტობას, 14 სტუდენტი შეაბიჯებს სხვადასხვა უნივერსიტეტში, წარმატებები მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე.
გვყავს 2 გრანტოსანი:
1. გვანცა ლაზიშვილი 100% გრანტი
შპს-თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
საერთაშორისო ურთიერთობები;
2. ხატია გორგილაძე 50% გრანტი
სსიპ-ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამართალმცოდნეობა;
თითოეული გიმნაზიელის წარმატებით ჩვენ ამაყები და ბედნიერები ვართ;
„გრან-პრი“ ჩვენია!
გიმნაზიის დირექტორის დეკანოზი დანიელის ლოცვა- კურთხევით გიმნაზიის ანსამბლი „ერისეული“ 2024 წლის 21-29 ივნისს გაემგზავრა ბულგარეთში, ქალაქ ნესებარში .
სადაც ჩატარდა“ მე-2 ნესებარის ცეკვის საერთაშორისო ფესტივალი-კონკურსი“.
მოცეკვავეებმა 3 დღის განმავლობაში წარადგინეს სხვადასხვა ცეკვები: აჭარული, მთიულური, რაჭული, ყაზბეგური და ქალთა მოხეური;
მონაწილეობას ღებულობდა 5 ქვეყნის ბავშვთა ანსამლი;
ჩვენმა მოსწავლეებმა მოიპოვეს „გრან-პრი“, სახელობითი თასი, სერთიფიკატები და სამახსოვრო სუვენირები.
ასევე გადმოეცათ სიგელები საუკეთესო ფორმის დიზაინისთვის;
მადლობა გვინდა გადაუხადოთ ჩვენს ქორეოგრაფებს:
ნანა-ნიკა სარდალაშვილებს და ნიკა ბერიძეს დაუღალავი შრომისთვის, იმ ემოციისთვის რასაც ჩუქნიან ბავშვებს, გაცემული დიდი სიყვარულითვსის 2 წლის შრომა ფასდაუდებელია;
მადლობა აგრთვე ჩვენს ორგანიზატორებს: მერაბ მჟავანაძეს და აზორ დევაძეს მასპინძლობისთვის;
ანსამბლი განთავსებული იყო 5* სასტუმროში, სადაც ყველა პირობა ქონდათ დასვენების, გართობის და რეპეტიციისთვის;
21
„კონკურსები და ოლიმპიადები“
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ქვეპროგრამის „კონკურსები და ოლიმპიადები“ ფარგლებში ჩაატარა სახვითი ხელოვნების კონკურსი.
სახვითი ხელოვნების კონკურსის მიზანია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახვითი ხელოვნების ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების აღმოჩენა და წახალისება.
გიმაზიას ყავს გამარჯვებული მე-8 კლასის მოსწავლე თეკლე დავითაძე რომელსაც გადაეცა სიგელი და ვაუჩერი საჩუქრად. წარმატებებლი თეკლეს მომავალში.
პროექტი "ჩვენი ჯარი"
16 მაისს გიმნაზიას ეწვია პროექტი "ჩვენი ჯარი"-ის წარმომადგენლები უფროსი სერჟანტი ალექსანდრე ვადაჭკორია და სერჟანტი დავით კაკალაძე.
პროექტი წარმოადგინეს შემდეგი მიმართულებით : თავდაცვის ძალების პოპულარიზაცია და მოსახლეობაში ინფორმაციის ამაღლება.
ესწრებოდნენ მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასიის მოსწავლეები, ისინი ინტერესით უსმენდნენ პრეზენტაციას და შემდგომ მიიღეს სამახსოვროდ პატარა პრიზები.
8
სიახლეების არქივი
- სექტემბერი 2026
- აგვისტო 2026
- მაისი 2026
- აპრილი 2026
- მარტი 2026
- თებერვალი 2026
- დეკემბერი 2025
- ნოემბერი 2025
- ოქტომბერი 2025
- სექტემბერი 2025
- აგვისტო 2025
- ივლისი 2025
- ივნისი 2025
- აპრილი 2025
- მარტი 2025
- თებერვალი 2025
- იანვარი 2025
- დეკემბერი 2024
- ნოემბერი 2024
- ოქტომბერი 2024
- სექტემბერი 2024
- აგვისტო 2024
- ივლისი 2024
- ივნისი 2024
- ყველა