შპს ,,ჩაქვის წმიდა კეთილმორწმუნე ნეფე დავითის სახელობის სკოლა“
2022-2023 სასწავლო წლის სახელმძღვანელოების ჩამონათვალი
შპს ,,ჩაქვის წმიდა კეთილმორწმუნე ნეფე დავითის სახელობის სკოლა“
2022-2023 სასწავლო წლის სახელმძღვანელოების ჩამონათვალი
გვიახლოვდება ახალი სასწავლო წელი!
ჩაქვის სასულიერო გიმნაზია გთავაზობთ მოსწავლეთა ფორმების ესკიზებს გოგონებისა და ვაჟებისთვის
( ფორმის შეფერილობა არის მუქი ლურჯი)
ქობულეთის მერიამ 27 ივნისს დააჯილდოვა 2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებული მედალოსნები.
მათ შორის ჩვენი გიმნაზიის მოსწავლე ნინო ათაბაძე, რომელმაც ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა.
წარმატებები ნინოს ცხოვრების ახალ ეტაპზე.
https://www.facebook.com/114129970136753/posts/580317590184653/
ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს ეგიდით მეწარმეობის სწავლების ფარგლებში სკოლებში შესაბამისი კლასის მოსწავლეებში ჩატარდა Entrepreneurship Skills Pass (ESP) სამეწარმეო უნარ-ჩვევების საერთაშორისო გამოცდა.
გამოცდა წაჩინებულად ჩააბრეს და მიიღენ ორ ენოვანი სერტიფიკატი მე-10 კლასის მოსწავლეებმა: გვანცა ლაზიშვილმა და მარიამ ქათამაძემ.
ვულოცავთ ბავშვებს და წარმატებებს ვუსურვებთ შემდგომშიც.
მადლობა პედაგოგს ქეთევან მოწყობილს გაწეული შრომისთვის.
მიკროელექტრონიკის ტრენინგის ფარგლებში ფინალური პროექტების წარდგენა
მონაწილეებმა იდეების პროტოტიპები დაამუშავეს ჯგუფურად ბათუმის ფაბლაბში
პროექტის მონაწილეებმა ფინალური პროექტები მოამზადეს და ინოვაციური იდეების პროტოტიპირებისთვის ფაბ ლაბის თანამედროვე დანაგარები გამოყენეს
ერთ-ერთი მონაწილე ჩვენი გიმნაზიის მოსწავლე ზაური კალანდაძეა, წარმატებები მომავალი იდეების განხორციელებაში
პრზენტაციას დაესწრნენ მე-6, მე-7 კლასის მოსწავლეები.
❤️დაიწყო პირველკლასელთა რეგისტრაცია 2022-2023 სასწავლო წლისთვის, ასევე გრძელდება მობილობა სხვა სკოლებიდან გადმოსვლის მსურველებისთვის!🌞🌞
პირველ კლასში მიიღებიან ბავშვები რომლებსაც 2022 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით უსრულდებათ 6 წელი. 🙂 ❤ 😊😊
შეკითხვასთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოგვწეროთ სკოლის ელ. ფოსტაზე chaqvsi.gimnazia@gmail.com ან
დაგვიკავშირდით 558116772 ❤ ნომერზე.
მე-4 კლასელებმა "დედამიწის დღესთან დაკავშირებით" დარგეს გიმნაზიის ეზოში სხვადასხვა ხისა და ყვავილების ნარგავები.
მათი სლოგანი იყო "აღვადგინოთ ჩვენი პლანეტა", რადგან ბუნების დაცვა დღეს ნიშნავს მომავალ თაობებზე ზრუნვას.
გიმნაზიაში შვიდგზის ზეთის ცხების რიტუალი ჩატარდა, რომელიც სკოლის დირექტორმა დეკანოზ დანიელის და ჩვენი სკოლის მოძღვირს დეკანოზ ეფრემის ლოცვა კურტხევით შესრულდა.
ვიდგზის ზეთისცხება შვიდი საიდუმლოდან ერთ-ერთია და ყოველთვის დიდ მარხვაში ტარდება. მართლმადიდებელ ქრისტიანს შვიდჯერ ეცხება წითელ ღვინოში არეული ზეთი მღვდლების მიერ. მრავალგზის იკითხება სახარება და ლოცვები სნეულთათვის. ეს ყველაფერი ქრისტიანის სულისა და ხორცის განკურნებისთვის სრულდება. ზეთის კურთხევისას, ეკლესიის ერთობლივი ლოცვისა და სნეულის ნაკურთხი ზეთითა და ღვინით ცხებისას, ავადმყოფ ქრისტიანზე საღმრთო მადლი გადმოდის, რომელსაც მისი ფიზიკური და სულიერი სნეულებების განკურნება შეუძლია. ზეთის კურთხევა უკავშირდება სინანულის საიდუმლოს. შვიდგზის ზეთის ცხება შეუძლია მხოლოდ მას, ვისაც ერთხელ მაინც აქვს აღსარება ჩაბარებული.
ზეთის კუთხევა დიდ მარხვაში იმიტომ სრულდება, რომ ადამიანი უფრო განწმენდილია, გაძლიერებულ ლოცვაშია და საერო ცხოვრებიდან გადასულია ეკლესიურ ცხოვრებაში. ზეთის კურთხევა ტაძარში მაშინ ტარდება, როცა მეტი თავისუფალი დროა, რადგან ხალხი არ დარჩეს ზეთის ცხების გარეშე. ლოცვების მოსმენის შემდეგ უკვე იწყება შვიდგზის ზეთისცხება.
სკოლის დირექტორმა დეკანოზმა დანიელ სოლომონიძემ მე-7 კლასის მოსწავლეები დალოცა და მადლობის სიგელები გადასცა ძველი ქართული (ასომთავრული) დამწერლობის კარგად შესწავლისათვის.
დღეს , უფლის მადლით და დეკანოზი დანიელის ლოცვა - კურთხევით , ჩაქვის წმინდა კეთილმორემუნე მეფე დავითის სკოლაში ,მობრძანდა და ბინა დაიდო ,ღვთისმშობლის ახლად შექმნილმა ხატმა :
"დედა სიმდაბლისა "
რომელიც მსოფლიოში ერთადერთია. მამა დანიელმა ,გადაიხადა ღვთისმშობლის საჯანმრთელო პარაკლისი, დალოცა გიმნაზია და გიმნაზიელები.
დეკანოზმა მადლობა გადაუხადა ხატის შემოწირულობისათვის დეკანოზ თევდორე გიგნაძესა და მღვდელ საბა თავაძეს.
2022 წლის 29 მარტს ჩაქვის სასულიერო გიმნაზიაში დეკანოზ დანიელის ლოცვა-კურთხევით, მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია გიორგი ერისთავის პიესის მიხედვით „გაყრა.“
ინტერპრირებული სცენარის ავტორი გახლდათ მართა გახარია. მოსწავლეებმა გააცოცხლეს ეპოქის გმირები, თვით ეპოქა და ავტორისეული სათქმელი. მოსწავლეების მსახიობური ოსტატობა გამოიხატა დაკისრებული როლების წარმატებით შესრულებაში. თითოეული მონაწილე დაჯილდოვდა სიგელით“ ჩემი პირველი როლი“ შესრულებისათვის.
სპექტაკლის ყურება შეგიძლიათ ქვემოთ მოცემულ ლინკზე;
წარმატებები ჩვენს მომავალ „მსახიობებს“...
დღეს ყველაზე გულმზიანი ადამიანების დღეა!!!
მივულოცოთ!!!
21 მარტი – დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე.
#ჩვენგვიყვარსმზისშვილები
#Xatunamamulaishvili
#მაკაკალანდაძე
დედა - ეს ყველაზე მშვენიერი სიტყვაა დედამიწაზე, რომელიც ყველა ენაზე ერთნაირი სინაზით ჟღერს.
ეს არის სასწაული, რომლის შეცნობასაც ჩვენ დაბადებიდანვე ვიწყებთ. დედის ალერსიან და თბილ ხელებს ყველაფერი შეუძლია, ხოლო მის ერთგულ გულში კი სიყვარული არასდროს არ ქრება.
გილოცავთ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 27 იანვარს მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს.
ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის, წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ. წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1(19) ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27(14) იანვარს - გარდაცვალება.
ჩაქვის სასულიერო გიმნაზია გილოცავთ შობა - ახალ წელს!გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას.2022 წელი თითოეული თქვენთაგანისთვის წარმატების მომტანი ყოფილიყოს .გავაცილეთ 2021 წელი, პატარა სასკოლო ღონისძიებით, რეგულაციების სრული დაცვით.მოსწავლეების მიერ შესრულებულმა თითოეულმა ლექსმა, სიმღერამ, სკეჩმა საახალწლო დღესასწაულის სასიამოვნო, ამაღელვებელი ემოციებით დაგვმუხტა.
19 დეკემბერს სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაიმართა საერთაშორისო კატეგორიის ტურნირი "VIVAT CUP 2021". სადაც ჩვენი სკოლის მესამე კლასის მოსწავლემ დეა დიასამიძემ დიდი წარმატებით იასპარეზა და პირველ ადგილზე გავიდა.
ვულოცავთ დეაკოს და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებთ
2021 წლის 13 დეკემბერს მეათე კლასში ჩატარდა ქართულის ინტეგრირებული პროექტი „ჰაგიოგრაფიის კვალდაკვალ“. მოსწავლეებმა შესწავლილი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები „შუშანიკის წამება, აბო ტფილელის წამება და გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ განიხილეს საღვთო სჯულის, ლიტერატურის, ისტორიის, ი.ს.ტ.-სა და გეოგრაფიის თვალთახედით. მოსამზადებელ საკითხებთან დაკავშირებით მოიძიეს და დაახარისხეს დეტალური ინფორმაცია და მათი სანდოობა შესაბამისი საგნის მასწავლებლებთან გადაამოწმეს, თან დაურთეს მათ მიერ დაწერილი მხატვრული ლექსები, ჩანახატი, ლოკალური რუკები, ფოტოები და შემდეგ კი პრეზენტაციის სახით წარადგინეს აუდიტორიის წინაშე.
პროექტის მიზანი და იყო ურთიერთთანამშრომლობა, საკითხების დეტალებში წვდომა, ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების გამოყენება აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას, ასევე ერთმანეთის ნაშრომის ანალიზი და შეფასება. პრეზენტაციის შედეგად მიზანი თითქმის მიღწეულია.
გიმნაზიაში გასულ კვირას ჩატარდა "კოდის 1 საათის "ფარგლებში წამახალისებელი თამაში, ყველა საფეხურის გავლის შემდეგაც მოსწავლეებმა მიიღეს დამსახურებული სერთიფიკატი
"კოდის ერთი საათი" არის ინიციატივა, რომელიც გულისხმობს მოსწავლეების წასახალისებლად პროგრამირების სასწავლად 1 საათის გამოყოფას და ის ტარდება კომპიუტერული მეცნიერებების შესწავლის კვირეულის დროს (დეკემბერი ). ჩვენი იმედი გვაქვს, რომ ბევრ მოსწავლეს გაუჩნდება კომპიუტერული პროგრამირებისა და კომპიუტერული მეცნიერებებისათვის კიდევ მრავალი საათის დათმობის სურვილი.
წარმატებები ჩვენს პატარებს
p.s. სრულად არ არის სერთიფიკატები ატვირთული
Powered by aSc EduPage