• სკოლის ისტორია

  • სკოლის ისტორია

      • ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზია

      • დაბა ჩაქვში ბათუმისა და სხალთის ეპარქიის მთვარეპისკოპოსის მეუფე დიმიტრის ლოცვა კურთხევით
        1998 წელს შეიქმნა საბავშვო ბაღი. მშობლების თხოვნით, მამა პეტრეს მონდომებით ბაღის ბაზაზე 1998
        წლის 14 სექტემბერს დაფუძნდა ბათუმის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის
        ფილიალი, რომლის პრორექტორად ეკურთხა მღვდელი პეტრე ყრუაშვილი. მომავალი თაობის ჯანსაღ
        გარემოში აღზრდისათვის საჭირო იყო ისეთი ადამიანები, რომლებიც მამა პეტრესთან ერთად ამ საქმეს
        წარმატებით განახორციელებდნენ. ერთ მათგანი იყო ქალბატონი მარიამ მიქელაძე, რომელიც მეუფე
        დიმიტრის ლოცვა კურთხევით ამავე გიმნაზიის პრორექტორად დაინიშნა.
        თავდაპირველად გიმნაზიამ არსებობა დაიწყო 12 აღსაზრდელით; 4- გოგონათი და 8 ვაჟით.
        მოსწავლეთათვის კეთილსასურველმა და გულითადმა გარემომ, უნარიანმა და მონდომებულმა რექტორმა,
        მაღალკვალიფიციურმა პედაგოგიურმა კოლექტივმა გიმნაზიას მალე მოუპოვა ავტორიტეტი რაიონში.
        2001 წლის 20 ივნისს გიმნაზიამ მოიპოვა დამოუკიდებლობა და მეუფე დიმიტრის გადაწყვეტილებით იგი
        ეკურთხა წმიდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის გიმნაზიად, სავალდებულო, აუცილებელ
        საგნად ითვლება საღვთო სჯული, რომელიც ისწავლება პირველი კლასიდან, მეთორმეტე კლასის
        ჩათვლით და ემსახურება ბავშვებში სულიერ და ზნეობრივ აღზრდას. მეექვსე კლასიდან მეთორმეტე
        კლასის ჩათვლით ტარდება ქადაგებითი ლექციები ,,მოძღვრის საათი’’.
        ჩვენი პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა კურთხევის დამსახურებაა დღემდე უამრავი სასულიერო
        გიმნაზიის გახსნა, წინსვლა და სულიერად ძლირი მოქალაქეების აღზრდა. ჩვენს გიმნაზიელებსაც ხვდა
        წილად ბედნიერება შეხვედროდნენ პატრიარქს თბილისში, საკათედრო რეზიდენციაში, სადაც პატრიარქს
        წარუდგინეს მუსიკალური ინეტრპრეტაცია, იმღერეს, იცეკვეს, წაიკითხეს ლექსები და პატრიარქისგან
        დალოცვა, საჩუქრად ხატები და დიდი სიყვარული წამოიღეს. ეს შეხვედრა დღემდე ყველაზე დიდ
        მოგონებად რჩება როგორც პედაგოგებისთვის ასევე მოსწავლეებისთვისაც.