• მთავარი გვერდი

          • მეგობრული პერსონალი
          • სპორტზე ფოკუსირებული
          • დიდი ბიბლიოთეკა
          • ჭეშმარიტი
    • სიახლეები

      გაიგეთ, რა ხდება ახალი ჩვენს სკოლაში
        • 14 სექტემბერი ჩაქვის სასულიერო გიმნაზიაში ახალი 2026-2027 სასწავლო წლის დასაწყისია!

        • 10/09/2026
        • ძვირფასო მშობლებო, 14 სექტემბერს, როდესაც მართლმადიდებლური სამყარო საეკლესიო ახალ წელს — ინდიქტიონს აღნიშნავს, ჩვენი გიმნაზია კვლავ სიხარულით აღებს კარებს თქვენი შვილებისთვის.

          სიმბოლურია, რომ ცოდნის შეძენისა და სულიერი განვითარების ახალ ეტაპს სწორედ ამ ლოცვითა და მადლით მოსილ დღეს ვიწყებთ.ჩვენი მიზანია, ამ წელსაც, თქვენთან ერთად, შევქმნათ გარემო, სადაც ბავშვები არა მხოლოდ მაღალი დონის განათლებას მიიღებენ, არამედ გაიზრდებიან ქრისტიანული სიყვარულის, ურთიერთპატივისცემისა და ტრადიციების ერთგულების სულისკვეთებით.

        • 14 სექტემბერი ჩაქვის სასულიერო გიმნაზიაში ახალი 2026-2027 სასწავლო წლის დასაწყისია!: მეტის წაკითხვა
        • გილოცავთ სტუდენტობას !

        • 27/08/2026
        • გიმნაზია უდიდესი სიხარულით ულოცავს თავის კურსდამთავრებულებს ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას — სტუდენტობას! თქვენ წარმატებით გადალახეთ ერთი დიდი ეტაპი და შეაბიჯეთ ცხოვრების ახალ, საინტერესო და საპასუხისმგებლო გზაზე. გვჯერა, რომ ჩვენს გიმნაზიაში მიღებული ცოდნა, სულიერი ღირებულებები და ქრისტიანული სიყვარული იქნება თქვენი მყარი საყრდენი და გზამკვლევი უმაღლეს სასწავლებლებში.გვეამაყებით და მუდამ თქვენი გულშემატკივრები ვართ! ❤️

        • გილოცავთ სტუდენტობას !: მეტის წაკითხვა
        • გიმნაზიის ფორმის ესკიზი

        • 06/08/2026
        • გვიახლოვდება ახალი სასწავლო წელი!

          ჩაქვის სასულიერო გიმნაზია გთავაზობთ მოსწავლეთა ფორმების ესკიზებს გოგონებისა და ვაჟებისთვის

          ( ფორმის შეფერილობა არის მუქი ლურჯი)

        • გიმნაზიის ფორმის ესკიზი: მეტის წაკითხვა
        • 2026-2027 სასწავლო წლის წიგნების სია

        • 06/08/2026
        • გიზიარებთ 2026-2027 სასწავლო წლის წიგნების და ავტორების სიას კლასების მიხედვით. რაც შეეხება პირველი, მე-7 და მე-10 კლასის წიგნების ჩამონათვალს, როგორც კი დადგინდება მოგაწვდით კლასის დამრიგებლები.

        • 2026-2027 სასწავლო წლის წიგნების სია : მეტის წაკითხვა
        • "ბოლო ზარი "

        • 23/05/2026
        • 22 მაისი გიმნაზიაში განსაკუთრებული დღე იყო — დაირეკა ბოლო ზარი მე-12 კლასელებისთვის. დერეფნები სავსეა სიხარულით, ოდნავი სევდით და უამრავი მოგონებით. მოსწავლეები, რომლებიც წლების განმავლობაში ერთად იზრდებოდნენ, სწავლობდნენ და ოცნებობდნენ, დღეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადიან.

          ღონისძიებაზე მე-12 კლასელები დალოცა სკოლის დირექტორმა დეკანოზმა დანიელმა. მისმა გულწრფელმა სიტყვებმა და დალოცვამ განსაკუთრებული სითბო და ძალა შესძინა ამ მნიშვნელოვან დღეს. დააჯილდოვა წარჩინებული მოსწავლეები თათია თურმანიძე ორქის მედლით და სიგელით, გვანცა აბუსელიძე ვერცხლის მედლით და სიგელით, ასევე მე-12 კლასისი მოსწავლეებს გადასცა სიმბოლურად გიმნაზიის სიგელები.

        • "ბოლო ზარი ": მეტის წაკითხვა
        • შიო III-ის აღსაყდრება

        • 12/05/2026
        • „ჩაქვის სასულიერო გიმნაზია ულოცავს სრულიად საქართველოს ახლადაღსაყდრებული კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, შიო III-ის აღსაყდრებას!სიმბოლურია, რომ ეს ისტორიული მოვლენა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლისა და ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულს დაემთხვა. ვუსურვებთ ჩვენს ახალ მწყემსმთავარს ღვთის შეწევნას, მხნეობასა და დღეგრძელობას ერის საკეთილდღეოდ. მრავალჟამიერ იყოს მისი მამამთავრობა!“

        • შიო III-ის აღსაყდრება: მეტის წაკითხვა
    • სკოლის იუბილე

      Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit. Excepturi perferendis magnam ea necessitatibus, officiis voluptas 
    • პარტნიორები

      მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს თანამშრომლობისთვის
      • {#1508} 1
      • {#1508} 2
      • {#1508} 3
      • {#1508} 4