• სიახლეები

            • ქრისტე აღსდგა !

            • "ქრისტე აღდგა მკვდრეთით

              სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

              და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!

              ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!"

              მრავალ საუფლო დღესასწაულს დაესწარით

            • გილოცავთ დედაენის დღეს!

            • გილოცავთ დედაენის დღეს!!!

              დღევანდელი დღე განსაკუთრებული ზეიმია მე-8 კლასის მოსწავლეებისთვის რადგან ისინი მოხალისეები არიან 2023 წლის დეკემბრიდან და აციფრულებენ ქართულ ენას, ახდენენ მათ პოპულარიზიას, რომ ჩვენი განსაკუთრებული ენა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და მოხდეს სხვადასხვა პორტალზე მისი გაციფრულება.

              დედა ენის კვირეულთად დაკავშირებით შევხვდით მოხალისეების თემის წევრს რაზმიკ ბადალიანს, რომელიც გვიწევდა კონსულტაციას ხელოვნური ინტელექტის გაციფრულებაში :

              "ერთად ვასწავლოთ AI-ის ქართული".

              მოხდა შეჯამება ნამუშევრების, შედეგების და მომავალი გეგმებზე ვისაუბრეთ, ბატონ რაზმიკმა გაგვაცნო საინტერესო საიტები სადაც შეგვიძლია უკვე გაქართულებული გვერდების გამოყენება, ქართულად ხმოვანი ბრძანებების კარნახი და შესრულებული ბრძანებების ტექსტად გადმოცემა;

              გაგვიზიარა რომ სამწუხაროდ სხვა ენებთან შედარებით, ქართული ენის ტექნოლოგიების განვითარება კომერციულად მომგებიანი არაა გუგლისა თუ სხვა დიდი კომპანიებისთვის.

              ჩვენი მზად ვართ ახალი გამოწვევისთვის მეტი ქართული სიტყვის „გაციფრულება“ მომავალი 2025 წლის 14 აპრილმდე ყოველდღე გამოყავი 10-15 წუთი და გაახმოვანე მარტივი ქართული წინადადებები შენს ტელეფონშივე, რათა AI-ის ქართული ასწავლო: https://commonvoice.mozilla.org/ka/speak

              რატომ გვჭირდება ეს? დღეს AI-ის ქართულს ცუდად ან საერთოდ არ ესმის აუდიო მონაცემთა სიმცირის გამო. ამიტომ ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ ხმოვანი მასალა ქართულისთვის და AI-ის ჩვენი ენა ვასწავლოთ. ყველა კითხვაზე პასუხი ნახე აქ: https://tinyurl.com/SpeakforGeorgiaFAQ

              #ილაპარაკე #ილაპარაკესაქართველოსთვის

              დეკანოზი დანიელი

              მარიამ ტარიელაძე

              გულნარა მაისაია

            • დედაენის კვირეული "ერთად ვასწვლოთ AI-ის ქართული"

            • გიმნაზიის მე-6, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები ტექნოლოგიის პედაგოგთან ერთად დეკემბრის თვიდან ჩართული არიან ხელოვნური ინტელექტის გაციფრულებაში :

              "ერთად ვასწვლოთ AI-ის ქართული"

              ასევე ჩართულია დედაენის კვირეულში და გთხოვთ მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს შემოგვიერთდით და გავაქართულოთ ხელოვნური ინტლექტი.

              ჩაერთე დედაენის კვირეულში - დედაენის დღემდე ერთად ვასწავლოთ AI-ის ქართული

              მიიღე ახალი გამოწვევა - 14 აპრილამდე ყოველდღე გამოყავი 10-15 წუთი და გაახმოვანე მარტივი ქართული წინადადებები შენს ტელეფონშივე, რათა AI-ის ქართული ასწავლო: https://commonvoice.mozilla.org/ka/speak

              რატომ გვჭირდება ეს? დღეს AI-ის ქართულს ცუდად ან საერთოდ არ ესმის აუდიო მონაცემთა სიმცირის გამო. ამიტომ ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ ხმოვანი მასალა ქართულისთვის და AI-ის ჩვენი ენა ვასწავლოთ

              ყველა კითხვაზე პასუხი ნახე აქ: https://tinyurl.com/SpeakforGeorgiaFAQ

              #ილაპარაკე #ილაპარაკესაქართველოსთვის

            • e-Twinning «კეთილდღეობის მოგზაურობა ფასეულობების კვალდაკვალ»

            • ჩვენი გიმნაზიის მასწავლებელი მაკა კალანდაძე და 6 მოსწავლე მართა ლაზიშვილი, მარიამ პროხოროვა, გიორგი ჯიჯავაძე, ელენე ქარცივაძე, მაგდა დუმბაძე და ზაური კალანდაძე მონაწილეობს ევროპული სკოლის განათლების პლატფორმა e-Twinning პროექტში სახელწოდებით «კეთილდღეობის მოგზაურობა ფასეულობების კვალდაკვალ».მასში მონაწილებოს 9 ქვეყანა და 21 სკოლა.

              პროექტის მიზანია გამოიკვლიოს ღირებულებები, რომლებიც ხელმძღვანელობენ ჩვენს ცხოვრებას და როგორ მოქმედებს ისინი ჩვენს კეთილდღეობაზე. ეს კონკრეტული პროგრამა მოიცავს მოსწავლეებს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, მოსაზრებებს და რეფლექსიას ღირებულებებთან და კეთილდღეობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემებზე. ამავდროულად, პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეებს კრეატიულობის, კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარების განვითარებაში.

               

            • მსოფლიო Scratch კოდირების კონკურსი 2024

            • გიმნაზიის მე-6 კლასის მოსწავლე გაბრიელ ჯიჯავაძე მონაწილეობდა მსოფლიო საბავშვო Scratch კოდირების საერთაშორისო კონკურსში ტექნოლოგიის საგანთან მიმართებაში- პედაგოგი მაკა კალანდაძე.

              კონკურსში მონაწილეობდა 52 ქვეყანა და 917 მონაწილე.

              გაბრიელმა შექმნა თამაში თვითმფრინავების შესახებ და მოიპოვა სერტიფიკატი.

              ვულოცავთ და იმედს ვიტოვებთ ბევრი წარმატებული პროექტების ავტორი იქნება მომავალშიც.

            • მეუფე დიმიტრის იუბილე

            • ჩვენი ეპარქიის სულიერ წინამძღოლს, მეუფე დიმიტრის ვულოცავთ დაბადების დღეს!ვუსურვებთ ჯანმრთელობასა და დიდხანს მეუფებას, ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.უფალმა დალოცოს და გააძლიეროს!

            • 2021-22 სასწავლო წლის ოქროს მედალოსანი

            • გიმნაზიის 2021- 22 სასწავლო წლის კურსდამთავრებულს ნინო ათაბაძეს გადაეცა კუთვნილი ჯილდო განათლების სამინისტროდან, ოქროს მედალი.

              კიდევ ერთხელ ვულოცავთ ნინოს ამ ჯილდოს, ის არის კავკასიის უნივერსიტეტის მე-2 კურსის სტუდენტი, გრანტოსანი და კვლავ ამართლებს მისი წარმატებით გიმნაზიის იმედს.

            • ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მე-3 ტურში გამრჯვებული

            • გიმნაზიის პედაგოგები და დირექცია ულოცავს ჩვენი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეს გვანცა ლაზიშვილს საქართველოს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში გადასვლას, საგანი - ისტორია.

              წარმატებები გვანცას და კვლავაც გაემართლებინოს გიმნაზიის იმედი.

            • კიკბოქსის ირანის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული

            • გიმნაზიის მე-11 კლასის მოსწავლე @საბა ზოიძე მონაწილეობდა კიკბოქსის ირანის საერთაშორისო ტურნირში k1 ის წესებით.

              საბამ მოიპოვა საჩემპიონო ქამარი და გახდა ტურნირის გამარჯვებული.

              ვულოცავთ მას ამ გამარჯვებას და უამრავ წარმატებას ვუსურვებთ მომავალში.

            • შიდა სასკოლო ტურნირი მინი ფეხბურთში

            • ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის გიმნაზიაში ჩატარდა შიდა სასკოლო ტურნირი მინი ფეხბურში VIIl-XII კლასებს შორის . 

              რომელიც გიმნაზიის პედაგოგის გვანცა დოლიძის ინიციატივით ჩატარდა.

              ტურნირის გამარჯვებული ჯგუფური ეტაპის ფარგლებში გახდა lX კლასი

              ასევე ინდივიდუალური პრიზები გადაეცათ შემდეგ მოსწავლეებს :

              საკეთესო ფეხბურთელი :

              გიორგი მახარაძე ( Vlll კლასი )

              საუკეთესო მეკარე :ავთანდილ ფალავანდიშვილი (IX კლასი).

              ყველა მონაწილეს გადაეცა მედლები, სიგელები და სიმბოლური თასები.

              მოზარდისთვის სპორტი გარდა ჯანმრთელობისა არის მეგობრების შეძენის, თანატოლებთან ურთიერთობებისა და ჯგუფურ აქტივობებში ჩართვის საუკეთესო შესაძლებლობა.

            • ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

            • ყველას გილოცავთ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს, გვწყალობდეს მუდამ უფალი!ტროპარი: რაჟამს იორდანეს ნათელ იღე შენ, უფალო, მაშინ სამებისა თაყვანისცემა გამოსჩნდა, რამეთუ მამისა ხმა გეწამებოდა, და საყუარელად ძედ სახელ-გდვა შენ, და სული წმიდა სახითა ტრედისათა დაამტკიცებდა სიტყვისა მის უცდომელობასა, რომელი განსცხადენ, ქრისტე ღმერთო, და ყოველი სოფელი განანათლე, დიდება შენდა.კონდაკი: განეცხადე დღეს ყოველსა სოფელსა და ნათელი შენი უფალო აწ მოისახა ჩუენ ზედა, მეცნიერებით მცნობთა მათ შენთა და განსცხადენ ნათელო შეუხებელო.

            • "დარისპანის გასაჭირი"

            • Დამრიგებლის, ჯულიეტა კაკაბაძის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით IX კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს სპექტაკლი "დარისპანის გასაჭირი". Მონაწილეები გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა დანიელმა წამახალისებელი სიგელებით დააჯილდოვა. ცოტათი დაგვიანებოთ გთავაზობთ ფოტოებით აწყობილ მცირე კოლაჟს! წარმატებები კვლავაც ჩვენს ჩიტებს!

              დეკანოზი დანიელი

            • გიორგობა

            • 23 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.

              გილოცავთ ყველას, მეოხ გეყოთ წმინდა გიორგი, გფარავდეთ მისი ძალა და მადლი, გმეგზურობდეთ ცხოვრების გზაზე.

            • წარმატებული კურსდამთავრებული

            • ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის გიმნაზია გაგიზიარებთ სიხარულს.

              წარმატებული გიმნაზიელი, რომელმაც ოქროს მედალზე დაამთავრა გიმნაზია - მართა გახარია, ჩაირიცხა ბულგარეთის ამერიკულ უნივერსიტეტში (American University in Bulgaria), მონაცემთა მეცნიერებისა(Data science) და სახვითი ხელოვნების (fine arts) ფაკულტეტზე, უნივერსიტეტის შიდა და დამატებითი შავი ზღვის საერთაშორისო ორგანიზაციის სრული დაფინანსებით.

               AUBG არის ამერიკული უნივერსიტეტი ცენტრალურ ევროპაში რომელიც გამოირჩევა სწავლა-განათლების განსაკუთრებული ხარისხითა და სტუდენტებზე მორგებული გარემოთი, რომელიც გასცემს როგორც ამერიკულ ასევე ევროპულ დიპლომს.

              ვულოცავთ მართას ამ მნიშვნელოვან წარმატებას.

              ასევე ვუხდით დიდ მადლობას ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგნელებს, მართას გადაეცა ფულადი ჯილდო 3000 ლარი.

            • საქართველოს დამოუკიდებლობის დღე !!!

            • საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლის მანძლზე ბევრი ქარტეხილი გამოუვლია, იყო რთული და უფრო რთული დღეები, თუმცა, იყო ისეთი მოვლენები და ადამიანები, რომლებიც კიდევ ერთელ გვახსენებდნენ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და საქართველოს უპირველესი სურვილია იყოს დამოუკიდებელი!!! ჩვენი ქვეყნის უმთავრესი სიმბოლო-ხუთჯვრიანი დროშა, რომელიც სიმბოლურად ქრისტეს და მის ოთხ მახარობელს განასახიერებს, ჩვენი სახელმწიფოებრიობის უპირველესი სიმბოლო დროშა განასახიერებს უპირობო კავშირს ქრისტიანულ სამყაროსთან, მის ღირებულებებთან, ტოლერანტობასთან, რწმენასთან, ვაჟკაცობასთან, სიმამაცესთან, გმირობასთან, სიბრძნესთან, სამართლიანობასთან და სიყვარულთან, სწორედ ასეთ სახელმწიფოს, ასეთ დამოუკიდებელ სახელმწიფოს აშენებდა ჩვენი წინაპარი ხუთჯვრიანი დროშის სახელით, სწორედ ასეთ სახელმწიფოს ვაშენებთ ჩვენ ყველა და ასეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შენება უნდა გადაიბარონ მომავალმა თაობებმა, მიუხედევად მათი ეთნიკური თუ რელიგიური მრწამსისა! დამოუკიდებელი საქართველო, რომლის ადგილი იყო არის და იქნება ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყნების ერთობაში - ევროკავშირში!

              სწორედ ასეთი დღეა დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი! გილოცავთ!!!

              მადლობა იდეისთვის და ვიდეო კოლაჟისთვის

              #ჯულიკაკაბაძე

              #მაკაკალანდაძე

            • პირველ კლასელთა რეგისტრაცია

            • პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო!

              რეგისტრაცია გაგრძელდება თავისუფალი ადგილების შევსებამდე

              დასარეგისტრირებლად მობრძანდით გიმნაზიაში

              და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა

              რეგისტრაციის შესავსებად მშობელმა უნდა წარმოადგინოს მოსწავლის:

              1. ჯანმრთელობის ცნობა ( ფორმა 100);

              2, მშობლების პირადობის ასლი;

              3. მოსწავლის დაბადების მოწმობის დედანი ან ასლი დამოწმებული ნოტარიულად;

              4. ფოტო სურათი 3/4 2 ცალი;

              გიმნაზია გისურვებთ წარმატებას

            • დედაენის დღე

            • „საუკუნეთა ჯურღმულებიდან მოჩქეფს და მოწვეთავს „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა“---ასე იცნობს ჩვენი მომავალი თაობა მრავალ ჭირ-ვარამ გამოვლილ ქართულ ენას. ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე დავითის სახელობის გიმნაზიაში ჩატარდა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული.მისი მიზანი იყო 14 აპრილის დღესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი ინფორმაციის გაცნობა,მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება,მიღებული ცოდნის გაღრმავება და განმტკიცება ახალი მასალით,ჯგუფური მუშაობის,შემოქმედებითი და პრეზენტაციის უნარ-ჩვევების განვითარება.

              VI კლასში ჩატარდა კლასსაათი თემაზე: "დედაენის დღე" სადაც ბავშვებმა საზოგადოებას კიდევ წრთხე შეახსენეს 1978 წლის 14 აპრილის მოვლენები.

              VII-VIII კლასის მოსწავლეებმა დაამზადეს კედლის გაზეთები და ნახატები---თემა „ჩვენი ენა ქართული’“.ასევე დაამზადეს მოსწავლეთა ნამუშევრებით რესურსად წიგნის ელექტრონული ვერსია (https://read.bookcreator.com/3giV02S…/iOiTmuZJTFG4b3uIefsPOA)

              გიმნაზიაში ჩატარდა მოსწავლეთა კონფერენცია სხვადასხვა თემაზე:წაკითხული წიგნის, სასულიერო და საზოგადო მოღვაწის შესახებ პრეზენტაცია,მონაწილეობა მიიღო VII,VIII და XI კლასის მოსწავლეებმა,რომელთაც წარმატებით გაართვეს თავი დავალებას.

              ჟიურიმ შეაფასა ნამუშევრები და გამოავლინა I, II და III ადგილზე გასული გამარჯვებული მონაწილეები კალიგრაფიის კონკურსში.ისინი დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებითა და სერტიფიკატებით.კონკურსის პირველ ტურში მონაწილეობა მიიღო IV-XI კლასის მოსწავლეებმა.კონკურსის მიზანი იყო ქართული კალიგრაფიის კულტურისა და მონაწილეთა შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.