• სიახლეები

            • "ბოლო ზარი "

            • 22 მაისი გიმნაზიაში განსაკუთრებული დღე იყო — დაირეკა ბოლო ზარი მე-12 კლასელებისთვის. დერეფნები სავსეა სიხარულით, ოდნავი სევდით და უამრავი მოგონებით. მოსწავლეები, რომლებიც წლების განმავლობაში ერთად იზრდებოდნენ, სწავლობდნენ და ოცნებობდნენ, დღეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადიან.

              ღონისძიებაზე მე-12 კლასელები დალოცა სკოლის დირექტორმა დეკანოზმა დანიელმა. მისმა გულწრფელმა სიტყვებმა და დალოცვამ განსაკუთრებული სითბო და ძალა შესძინა ამ მნიშვნელოვან დღეს. დააჯილდოვა წარჩინებული მოსწავლეები თათია თურმანიძე ორქის მედლით და სიგელით, გვანცა აბუსელიძე ვერცხლის მედლით და სიგელით, ასევე მე-12 კლასისი მოსწავლეებს გადასცა სიმბოლურად გიმნაზიის სიგელები. 

                თბილი და გულითადი სურვილებით მიმართა მოსწავლეებს დირექტორის მოადგილემ, ჯულიეტა კაკაბაძემ, რომელმაც წარმატება და ბედნიერი მომავალი უსურვა თითოეულ მათგანს. 

              ბოლო ზარი მხოლოდ სკოლასთან დამშვიდობება არ არის — ეს არის ბავშვობის დასრულება და ახალი გზის დასაწყისი. თითოეულ ნაბიჯს, თითოეულ გაკვეთილს და თითოეულ მეგობრულ საუბარს თავისი მნიშვნელობა აქვს. მასწავლებლების რჩევები, მეგობრების სიცილი და გიმნაზიის ყოველი კუთხე მათ გულში სამუდამოდ დარჩება.

              მე-12 კლასელები მადლიერებით ემშვიდობებიან გიმნაზიას — იმ ადგილს, რომელმაც მათ ცოდნა, გამოცდილება და ურთიერთობების მნიშვნელობა ასწავლა. წინ მათ ახალი მიზნები, დიდი გეგმები და უამრავი შესაძლებლობა ელით. 🎓

            • შიო III-ის აღსაყდრება

            • „ჩაქვის სასულიერო გიმნაზია ულოცავს სრულიად საქართველოს ახლადაღსაყდრებული კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, შიო III-ის აღსაყდრებას!სიმბოლურია, რომ ეს ისტორიული მოვლენა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლისა და ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულს დაემთხვა. ვუსურვებთ ჩვენს ახალ მწყემსმთავარს ღვთის შეწევნას, მხნეობასა და დღეგრძელობას ერის საკეთილდღეოდ. მრავალჟამიერ იყოს მისი მამამთავრობა!“

            • 30 აპრილი საქართველოში ბიბლიოთეკარის დღე

            • 30 აპრილს საქართველოში ბიბლიოთეკარის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით დირექტორმა დეკანოზი დანიელი და დირექტორის მოადგილემ სასწავლო ნაწილის დარგში Juli Kakabadze გიმნაზიის ბიბლიოთეკარს გადასცეს სერტიფიკატი "პროფესიული ერთგულებისთვის".

              ამ მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნავად, ჩვენი გიმნაზიის მე-9 კლასის მოსწავლეებმა და დამრიგებელმა მაკა კალანდაძემ, რომლებსაც საკუთარი პატარა ბიბლიოთეკა აქვთ შექმნილი, გადაწყვიტეს ინტერვიუ ჩაეწერათ ადამიანთან, რომელიც წლების განმავლობაში ზრუნავს სკოლის ბიბლიოთეკაზე, წიგნებზე და მკითხველებზე — რუსუდან დავითაძესთან.

              1. თქვენი დაკვირვებით, როგორ იცვლება მკითხველის გემოვნება ათწლეულების განმავლობაში და რომელი კლასიკური ნაწარმოები რჩება დროსთან უძლეველი?

              წლების განმავლობაში მკითხველის გემოვნება მნიშვნელოვნად იცვლება — თანამედროვე თაობა ხშირად უფრო დინამიკურ და აქტუალურ თემებზე შექმნილ ნაწარმოებებს ირჩევს. მიუხედავად ამისა, კლასიკური ლიტერატურა კვლავ ინარჩუნებს თავის ძალას. ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას შემოქმედება ყოველთვის საინტერესოა, რადგან მათში ასახულია ადამიანური ღირებულებები და პრობლემები, რომლებიც დროს არ ემორჩილება.

              2. რომელია ის იშვიათი ან ძველი გამოცემა ამ ბიბლიოთეკის ფონდში, რომელსაც განსაკუთრებული ისტორია აქვს და რომელსაც ყველაზე მეტად უფრთხილდებით?

              ჩემთვის ყველაზე საყვარელი და განსაკუთრებული წიგნია გამოცემა სახელწოდებით „ჩვენი სკოლა“, რომელიც ხანძარს გადაურჩა. ამ წიგნში თავმოყრილია გიმნაზიის პედაგოგების ფოტოები, სკოლის დაარსების ისტორია და მისი განვითარების გზა. ეს წიგნი ჩვენი სკოლის მეხსიერებაა და დიდი სიფრთხილითა და სიყვარულით ვუფრთხილდები.

              3. რა მიგაჩნიათ ბიბლიოთეკარის მთავარ მისიად თანამედროვე სამყაროში — მხოლოდ წიგნების დაცვა თუ მკითხველისთვის სწორი ორიენტირების ჩვენება?

              მე ვთვლი, რომ ბიბლიოთეკარის მთავარი მისია მხოლოდ წიგნების დაცვა არ არის. ბიბლიოთეკარი უნდა იყოს მეგზური, რომელიც მკითხველს დაეხმარება სწორი მიმართულების პოვნაში, კითხვის სიყვარულის გაღვივებაში და საკუთარი ინტერესების აღმოჩენაში. სწორად შერჩეულ წიგნს შეუძლია ადამიანის მომავალზე დიდი გავლენა მოახდინოს.

              ბიბლიოთეკარის დღის აღსანიშნავად და მრავალწლიანი ერთგული შრომის დაფასების ნიშნად, რუსუდან დავითაძეს გადაეცა სერტიფიკატი.

              სერტიფიკატი გადასცეს გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა დანიელმა, და დირექტორის მოადგილემ, ჯულიეტა კაკაბაძემ.

              ეს შეხვედრა და ინტერვიუ ჩვენთვის განსაკუთრებული იყო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ბიბლიოთეკა მხოლოდ წიგნების ადგილი არ არის — ეს არის ისტორიის, კულტურისა და ადამიანური სითბოს სივრცე. რუსუდან დავითაძე კი ამ სივრცის ნამდვილი მცველია.

            • „კინგსის ოლიმპიადა“

            • ჩვენი სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ „კინგსის ოლიმპიადის“ როგორც ლიგის, ასევე შემოდგომის ტურში რამდენიმე საგანში. მათ ღირსეულად წარმოაჩინეს საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები, დაიმსახურეს მედლები და სერთიფიკატები. მოსწავლეები დაჯილდოვდნენ ოლიმპიადის წარმომადგენლის მიერ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ შრომასა და მიღწევებს. ვულოცავთ ჩვენს წარმატებულ მოსწავლეებს და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს მომავალში!

            • გილოცავთ დედაენის დღეს 14 აპრილს!

            • გილოცავთ დედაენის დღეს 14 აპრილს!

              “სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას? …..სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას…. ენა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს…” წმ. ილია მართალი (ჭავჭავაძე).

              ჩვენი პატრიარქის ილია მე-2ის სიტყვები: ,,ქართული ენა არის ღრმა,უნაპირო,ბრძენი, თავმდაბალი და მიუწვდომელი ,ვითარცა გონება და სიყვარული,მასშია მთელი საქართველო...ზეცაა მისი საწყისი ,უფალია მისი მშობელი და მფარველი“ ჩვენი აღსაზრდელების სავიზიტო ბარათად უნდა იქცეს..

              დედაენა — ჩვენი სული, ჩვენი ფესვები და ჩვენი ხმაა. ის გვაერთიანებს, გვაძლიერებს და გვასწავლის, ვინ ვართ ჩვენ. დედაენის დღე აღვნიშნეთ 1-4 კლასებში სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობებით. მოსწავლეებმა სიხარულითა და ინტერესით იმოგზაურეს ქართული ენის სამყაროში — იმღერეს, ითამაშეს, შექმნეს და გააზიარეს თავიანთი ცოდნა. ისაუბრეს 14 აპრილის მნიშვნელობაზე — იმ დღეზე, როცა ჩვენმა ხალხმა ერთიანობითა და სიყვარულით დაიცვა ქართული ენა. მოსწავლეებმა უკეთ გააცნობიერეს, რომ დედაენა მხოლოდ სიტყვები არ არის — ის ჩვენი იდენტობაა, ჩვენი ისტორია და ჩვენი მომავალი. დღე სავსე იყო ემოციებით, ღიმილითა და სიამაყით. ჩვენ ერთად კიდევ ერთხელ დავრწმუნდით — დედაენა უნდა გვიყვარდეს, გავუფრთხილდეთ და გავაძლიეროთ!

            • ქრისტე აღდგა!

            • ქრისტე აღდგა!

              ჭეშმარიტად აღდგა !

              გილოცავთ მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

              ეს უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული უკავშირდება სიკეთის გამარჯვებას ბოროტებაზე, სიცოცხლის ზეიმს სიკვდილზე და უკეთესი მომავლის რწმენას.

            • შვიდ გზის ზეთისცხება

            • გიმნაზიაში შვიდ გზის ზეთისცხება აღესრულა. 

              მსახურება ჩაატარა სკოლის დირექტორმა დეკანოზმა დანიელმა და სკოლის მოძღვარმა დეკანოზმა ეფრემმა. 

              შვიდგზის ზეთისცხება შვიდი საიდუმლოდან ერთ-ერთია და ყოველთვის დიდ მარხვაში ტარდება. მართლმადიდებელ ქრისტიანს შვიდჯერ ეცხება წითელ ღვინოში არეული ზეთი მღვდლების მიერ.

              მრავალგზის იკითხება სახარება და ლოცვები სნეულთათვის. ეს ყველაფერი ქრისტიანის სულისა და ხორცის განკურნებისთვის სრულდება.

            • მეუფე დიმიტრის დაბადების დღე!

            • მაღალ ყოვლად უსამღვდელოეს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტს, მეუფე დიმიტრის ვულოცავთ დაბადების დღეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას და უფლის წყალობას ჩვენი ერისა და დედაეკლესიის საკეთილდღეოდ!

            • ქობულეთის მუზეუმთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

            • დავით აღმაშენებლის კვირეულთან დაკავშირებით ჩაქვის კეთილმორწმუნე მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-გიმნაზიის X და XI კლასის მოსწავლეებმა კონფერენცია გამართეს ქობულეთის მუზეუმში, თემა შეეხებოდა დავით აღმაშენებლის მოღვაწეობას და როლს საქართვლოს ისტორიაში.

              კონფერენციის დასასრულს ჩაქვის სასულიერო გიმნაზიასა და ქობულეთის მუზეუმს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

            • მადლობის სიგელი

            • „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“

              გიმნაზიას გადმოეცა მადლობის სიგელი:

              "საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელ ასოციაციისგან" წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს მონაწილეობისა და აქტიური ჩარტულობისათვის"

              საინტერესო კვირეული იყო მრავალხმრივ, მთელი კვირის გამნავლობაში სხვადასხვა კლასებში მიმდინარეობდა საკლასო ღონისძიებები, მოსწავლეები წარადგენდნენ მათი საყვარელი წიგნებიდან ჩანახატებს, კითხულობდნენ საინტერესო წიგნებს და უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს. აქვე წარმოგიდგენთ ბმულებს სადაც შეგიძლიათ ნახოთ თითოეული შეხვედრა. კვირეულში მონაწილეობდნენ პედაგოგები ჯულიეტა კაკაბაძე, ნათია ბერიძე, მაკა კალანდაძე, მარიამ სიხარულიძე, თამარ რობაქიძე, ანა ლამპარაძე.

              შედგა შეხვედრა და ღინისძიება ბუკნარის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და დაიდო მემორანდუმი გიმნაზიასა და ბუკნარის სკოლას შორის.

              https://www.facebook.com/mefedaviti.ge/posts/pfbid0eh1d2NQeXY5awGwiruafgHi2Vx4BExW6hCHHQD7yu8o2q7bBrGK9WrAL8bQR9ZoFl?rdid=Ox7lceI210GNPXGg#

              https://www.facebook.com/mariam.sikharulidze.94/posts/3093871320797570?ref=embed_post

              https://www.facebook.com/reel/1469451598026986

              https://www.facebook.com/reel/1491109125970228

              #წიგნისსაჯაროდკითხვისმსოფლიოდღე2026

              #worldreadaloudday2026

              #GPBA

            • "იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!"

            • "იკითხე ხმამაღლა,შეცვალე მსოფლიო!"-ეს გახლდათ მთავარი დევიზი, რაც გამოარჩევდა ორი სკოლის -ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიისა და ბუკნარის საჯარო სკოლის VII-VIII კლასის მოსწავლეთა შორის გამართულ შეხვედრას, რომელიც საინტერესო და მრავლისმთქმელი აქტივობებით იყო დატვირთული.მოსწავლეებმა წინასწარ დაამზადეს ხელნაკეთი წიგნები, რომელშიც ერთმანეთს გაუზიარეს მიღებული შთაბეჭდილებები. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები და სკოლებს შორის ხელი მოეწერა ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს.მადლობა გიმნაზიის დირექტორს დეკანოზ დანიელს მხარდაჭერისთვის, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგეგებს საინტერესო ღონისძიებისთვის ჯულიეტა კაკაბაძესა და ანა ლამპარაძეს, ასევე თითოეულ პედაგოგს ამ შეხვედრის გალამაზებისათვის.

            • 2025-2026 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შეჯამება

            • 29 დეკემბერს 2025-2026 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შეჯამება მოხდა პედაგოგიურ საბჭოზე. სასწავლო წლისა და მიმდინარე სემესტრის ანგარიშ წარადგინა სკოლის დირექტორმა დეკანოზმა დანიელმა.

              სასწავლო წელი მიმდინარეობდა სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად. სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამები, რომელიც  დაგეგმილიიყო აღნიშნულ სასწავლო წელს, შესრულდა და საკმაოდ წარმატებითაც დასრულდა. შემუშავებულ იქნა შიდა სასკოლო პროექტები ეს პროექტები იყო როგორც საგნობრივი და ჯგუფური სახის, ასევე ინტეგრირებული. ასეთი სახის მუშაობამ გამოიწვია მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდა. სკოლა აქტიურად ჩაერთო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში.შემუშავდა სასკოლოსასწავლო გეგმა მოსწავლის შესაძლებლობების, მიზნებისა და მიდრეკილებების გათვალისწინებით.სასკოლო სასწავლო გეგმა შეესაბამებოდა ეროვნულ სასწავლო გეგმას და გამომდინარეობდა ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებიდან. ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელებული ცვლილებები ასახულ იქნა სკოლის სასკოლო სასწავლო  გეგმაში. სკოლამ კანონმდებლობით დადგენილი წესით აირჩია დისციპლინური კომიტეტი, რომელშიც თანაბარი რაოდენობით შედიან  მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე.  ეს კიდევ ერთხელ  ხაზს უსვამს, იმ ფაქტს, რომ მშობლები, მასწავლებლები და მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სასკოლო სასწავლო პროცესში.

              2025-2026 სასწავლო წელს აქტიურად მიმდინარებდა მონიტორინგი, გაკვეთილებზე დასწრება, საგანმანათლებლო პროცესის დიაგნოსტირება და სწავლების ხარისხის შეფასება.

              ბოლოს სკოლის დირექტორმა გიმნაზიის თანამშრომლებს გადასცა საჩუქარი “ახალი აღქმა”. დალოცა და მიულოცა დამდეგი შობა-ახალი წელი.

            • ვებინარი თემაზე--„დისკრიმინაცია სკოლაში, ბულინგი, კიბერბულინგი“

            • გიმნაზიის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა მიმდინარე წლის 10 დეკემბერს ჩაატარეს ვებინარი თემაზე--„დისკრიმინაცია სკოლაში, ბულინგი, კიბერბულინგი“.პროექტზე იმუშავა უშუალოდ თვითმმართველობის თითოეულმა წევრმა.პრეზენტაცია მთლიანად მორგებული იყო მეხუთე--მერვე კლასის ჩათვლით ბავშვებისთვის. ვინაიდან,ამ ბავშვების ასაკიდან იწყება ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები. ვებინარზე გვესწრებოდა ასევე გიმნაზიის დირექტორი-დეკანოზი დანიელ სოლომონიძე და სკოლის პედაგოგები.

            • "ქართული ქართველთ რწმენაა"

            • "ქართული ქართველთ რწმენაა"---IX და X კლასში ქართული ლიტერატურისა და საღვთო სჯულის ინტეგრირებულ ლექცია-გაკვეთილზე მსჯელობა-არგუმენტირებით მოსწავლეებმა შეფასეს აბო თბილელისა და გაბრიელ ეპისკოპოსის რწმენა, ერთგულება, თავგანწირვა და სიყვარული როგორც ქრისტიანული კეთილდღეობის მაგალითი.

              ინტეგრირებული ლექცია - გაკვეთილი ჩაატარეს საღვთო სჯულის პედაგოგებმა : დეკანოზი დანიელ სოლომონიძემ და ხათუნა მიმინოშვილმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ჯული კაკაბაძემ. 

            • მადლობის დიპლომი

            • წარმატებული თანამშრომლობისა და სკოლის პოზიტიური საგანმანათლებლო საქმიანობის წარმოჩენის აღსანიშნავად, Etaloni.ge-ს გუნდი

              მადლობას გიხდით ჩართულობისა და თანამოაზრეობისათვის.

              იმედი გვაქვს, 2026 წელსაც უწყვეტად გაგრძელდება საგანმანათლებლო აქტივობების საქვეყნო წარმოჩენის საქმეში თქვენი და თქვენი სკოლის აქტიური ჩართულობა.

            • გილოცავთ გიორგობას!

            •  

              23 ნოემბერს, მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს. გიორგობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება, 6 მაისს ეკლესია წმინდანის აღსრულების დღეს აღნიშნავს, 23 ნოემბერს კი– ბორბალზე წამების დღეს. დღევანდელ დღეს, გიორგობა მხოლოდ საქართველოში აღინიშნება.

            • იაკობ გოგებაშვილი

            • იაკობ გოგებაშვილის კვირეულის ფარგლებში IV კლასს ვესტუმეთ, სადაც მოსწავლეებმა ჯგუფურად იმუშავეს და შექმნეს საინფორმაციო პროექტები, ბუკლეტები და ილუსტრირებული წიგნები.პროექტორის საშუალებით ვუყურეთ იაკობ გოგებაშვილის შესახებ შემეცნებით მასალას, რაც ბავშვებისთვის განსაკუთრებით საინტერესო და ამაღელვებელი იყო.მოსწავლეებმა პრეზენტაციებით გაგვიზიარეს ინფორმაცია იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.გაკვეთილი შთაბეჭდილებებითა და ემოციებით სავსე გამოვიდა.

            • "მადლობა იაკობს"

            • მეორე - მესამე კლასის მოსწავლეები

              აქტიურად იყვნენ ჩართული იაკობ გოგებაშვილის კვირეულში, ერთხელ კიდევ იმოგზაურეს იაკობისა და დედაენის სამყაროში, პატარები კვირეულის ფარგლებში ეცნობოდნენ და იხსენებდნენ იაკობსა და მის უკვდავ დედა ენას, მეორე კლასის მოსწავლეებმა შემაჯამებელი გაკვეთილისთვის მოამზადეს ლექსები, ჩანახატები, დაუწერეს იაკობს მადლობის წერილები, მოამზადეს აფიშები, თავიანთი ,,ტკბილი ენითა და ხელით" ასე გაალამაზებს კვირეულის დასკვნითი დღე

              მესამე კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ პროექტ-გაკვეთილი ,,მადლობა იაკობ" გაკვეთილზე ბავშვები მუშაობდნენ ჯგუფურად იაკობის მოთხრობებზე, მათ საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს, გაკვეთილის ბოლოს კი ხელნაკეთი წიგნები აჩვენეს მოწვეულ სტუმრებს..

              მადლობა პატარებს აქტიურობისთვის, მათ უკვე იციან რაოდენ მნიშვნელოვანია იაკობი და მისი დედა ენა, ერის წიგნი, მათი მომავალი განათლებისა და პიროვნებად ფორმირებისათვის ..

            • "შეხვედრა ანბანთან "

            • კვლავ გრძელდება იაკობ გოგებაშვილის კვირეულისადმი მიძღვნილი დღესასწაული:

              დღეს პირველ კლასელთა "შეხვედრა ანბანთან " საინტერესო აქტივობისა და დიდი ზეიმის დღედ იქცა.

              ბავშვებისთვის საწყის ეტაპზე წერა- კითხვასთან ზიარება თავგადასავლებით მდიდარი დროა.

              მათი ცხოვრების ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ სწავლა იყოს სახალისო და მრავალფეროვანი.

              დამრიგებელმა მარიამ სიხარულიძემ საჩვენებელი გაკვეთილი გამართა, სადაც მოსწავლეთა შესაძლებლობები სხვადასხვა ტიპის აქტივობებით წარმოაჩინა.