გიმნაზიამ ტრადიციისამებრ 14 სექტემბერს განაახლა სასწავლო პროცესი, ეს დღე დღესასწაულია ყველა მოსწავლისთვის, განსაკუთრებით პირველი კლასელებისთვის, როცა პირველად შეაბიჯებ ცოდნის სამყაროში.
სკოლის დირექტორმა დეკანოზმა დანიელმა დალოცა თითოეული გიმნაზიელი, ჩაატარა სადღესასწაულო პარაკლისი, წარჩინებულ მოსწავლეებს გადასცა სამახსოვრო სიგელები და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
14 სექტემბერი (ახ. სტ.) - დაწყება ინდიქტიონისა ანუ საეკლესიო ახალი წლისა.
🕊ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედო, ჟამთა და წელთა თვისითა ხელმწიფებითა დამსხმელო, აკურთხე გვირგვინი ამის წელიწდისა სიტკბოებითა შენითა უფალო.
#გვირგვინი_წელიწადისა