მაღალ ყოვლად უსამღვდელოეს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტს, მეუფე დიმიტრის ვულოცავთ დაბადების დღეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას და უფლის წყალობას ჩვენი ერისა და დედაეკლესიის საკეთილდღეოდ!
სიახლეები
მეუფე დიმიტრის დაბადების დღე!
ქობულეთის მუზეუმთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
დავით აღმაშენებლის კვირეულთან დაკავშირებით ჩაქვის კეთილმორწმუნე მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-გიმნაზიის X და XI კლასის მოსწავლეებმა კონფერენცია გამართეს ქობულეთის მუზეუმში, თემა შეეხებოდა დავით აღმაშენებლის მოღვაწეობას და როლს საქართვლოს ისტორიაში.
კონფერენციის დასასრულს ჩაქვის სასულიერო გიმნაზიასა და ქობულეთის მუზეუმს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
5
მადლობის სიგელი
„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“
გიმნაზიას გადმოეცა მადლობის სიგელი:
"საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელ ასოციაციისგან" წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს მონაწილეობისა და აქტიური ჩარტულობისათვის"
საინტერესო კვირეული იყო მრავალხმრივ, მთელი კვირის გამნავლობაში სხვადასხვა კლასებში მიმდინარეობდა საკლასო ღონისძიებები, მოსწავლეები წარადგენდნენ მათი საყვარელი წიგნებიდან ჩანახატებს, კითხულობდნენ საინტერესო წიგნებს და უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს. აქვე წარმოგიდგენთ ბმულებს სადაც შეგიძლიათ ნახოთ თითოეული შეხვედრა. კვირეულში მონაწილეობდნენ პედაგოგები ჯულიეტა კაკაბაძე, ნათია ბერიძე, მაკა კალანდაძე, მარიამ სიხარულიძე, თამარ რობაქიძე, ანა ლამპარაძე.
შედგა შეხვედრა და ღინისძიება ბუკნარის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და დაიდო მემორანდუმი გიმნაზიასა და ბუკნარის სკოლას შორის.
https://www.facebook.com/mariam.sikharulidze.94/posts/3093871320797570?ref=embed_post
https://www.facebook.com/reel/1469451598026986
https://www.facebook.com/reel/1491109125970228
"იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!"
"იკითხე ხმამაღლა,შეცვალე მსოფლიო!"-ეს გახლდათ მთავარი დევიზი, რაც გამოარჩევდა ორი სკოლის -ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიისა და ბუკნარის საჯარო სკოლის VII-VIII კლასის მოსწავლეთა შორის გამართულ შეხვედრას, რომელიც საინტერესო და მრავლისმთქმელი აქტივობებით იყო დატვირთული.მოსწავლეებმა წინასწარ დაამზადეს ხელნაკეთი წიგნები, რომელშიც ერთმანეთს გაუზიარეს მიღებული შთაბეჭდილებები. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები და სკოლებს შორის ხელი მოეწერა ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს.მადლობა გიმნაზიის დირექტორს დეკანოზ დანიელს მხარდაჭერისთვის, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგეგებს საინტერესო ღონისძიებისთვის ჯულიეტა კაკაბაძესა და ანა ლამპარაძეს, ასევე თითოეულ პედაგოგს ამ შეხვედრის გალამაზებისათვის.
32
სიახლეების არქივი