• სიახლეები

            • დაჯილდოება

            • 2025 წლის 16 თებერვალს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ მისი უწმინდესობის სრულიად საქართვლოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II - ის ლოცვა -კურთხევით ეკლესიისა და სამშობლოს წინაშე ერთგულებით მსახურების გამო ჩვენი გიმნაზიის დირექტორი დეკანოზი დანიელ სოლომონიძე დააჯილდოვა გამშვენებული ჯვრით. ასევე ეკლესიისა და სამშობლოს წინაშე ერთგულებით მსახურების გამო ჩვენი გიმნაზიის მოძღვარი დეკანოზი ეფრემ ალელიშვილი დააჯილდოვდა მიტრით. ვულოცავთ ჩვენს ძვირფას მოძღვრებს დიდი სიყვარულით.

            • სტუმრად ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლები

            • სსიპ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლები ააიპ ჩაქვის წმიდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის უფროსკლასელებს შეხვდნენ. აღნიშნული ვიზიტების მთავარი მიზანია, აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოსწავლეებს, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მიერ დაფინანსებული ღონისძიებებისა და პროგრამების შესახებ მიეწოდოს ინფორმაცია. შეხვედრები დიალოგის რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უკუკავშირის შედეგად, ცენტრის ღონისძიებები მეტად მორგებული და ხელმისაწვდომი იყოს ახალგაზრდებისთვის.

            • ახალგაზრდებში ჯარის შესახებ ცნობიერების ამაღლება

            • 2025 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო სამხედრო სამსახური განახლდა და წვევამდელთა ეროვნული სამსახურით შეიცვალა. 

              ამ და სხვა სიახლეებზე სასაუბროდ გიმნაზიას ეწვია უფროსი სერჟანტი კობა ნოღაიდელი და სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ქობულეთის მინუციპალური განყოფილების უფროსი მაიორი ამირან შანიძე.

              მათ უფროსკლასელებს თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.

              შეხვედრის მიზანი ახალგაზრდებში ჯარის შესახებ ცნობიერების ამაღლება და კანონში შეტანილი სიახლეების გაცნობა იყო.

            • პატარა ჩემპიონი

            • ჩვენი პატარა გიმნაზიელი , მეორე კლასის მოსწავლე ლუკა ბარბაქაძე ( (დამრიგებელი ხათუნა მამულაიშვილი) მონაწილეობდა აჭარის ჩემპიონატში "კიოკუშინკაიკან კარატეში" ასაკობრივ კატეგორიაში და აიღო მეორე ადგილი. ვულოცავთ ლუკას ამ დიდ გამარჯვებას, წარმატებები და წინსვლა დიდ ასპარეზებზე.

            • დავითობა

            • დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით მე-6 კლასში, დამრიგებელი თამარ რობაქიძე ჩატარდა საკლასო ღონისძიება "დავით მეფე აღმაშენებელი" , სადაც განხილულ იქნა იმდროინდელი ეპოქა, მისი მოღვაწეობის პერიოდი. მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები, ნახატები.

            • გილოცავთ დავითობას!

            • წმინდა მეფე დავით აღმაშენებელის ძალა და მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს!

              „ხოლო მეფესა დავითს ამისთჳს ეწოდა აღმაშენებელი, რამეთუ ოდეს იქმნა მეფედ, იყო ქუჱყანა ესე სრულიად ოჴერ. ამან განავსნა და აღაშენნა, რომელ არღარა ეტევოდა ამით, რამეთუ იყო მოშიში და მოყუარე ღმრთისა; გლახაკთა, ქურივთა და ობოლთა მოწყალე, სნეულთა თჳთმსახური, ეკკლესიათა, ქსენონთა მაშენებელი, სამღუდელოთა მეპატივე, წერილთა საღმთოთა მოყუარე...“