• დირექტორი

  • დირექტორი

      • დირექტორი დეკანოზი დანიელ სოლომონიძე

      • მღვდელი დანიელ (ვაჟა ავთანდილის ძე) სოლომონიძე დაიბადა ქ. ქობულეთში, 1980 წლის 6 ივნისს.

        1997 წელს ჩააბარა ხულოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ მიენიჭა ექთნის  (მედ ძმის) კვალიფიკაცია.

        2000 წელს ჩააბარა ბათუმის წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარიაში, რომელიც დაამთავრა 2005 წელს. მიენიჭა რელიგიის ისტორიის პედაგოგის კვალიფიკაცია.

        2006 წელს მუშაობა დაიწყო ქ. ქობულეთის წმიდა დიდმოწამე გიორგის სახელობის საბავშვო ბაღში სამეურნეო ნაწილის გამგედ (მნე).

        2007 წლიდან მუშაობს ჩაქვის წმიდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლაში დირექტორის მოადგილედ (სასწავლო ნასწილის გამგე),  საღვთო სჯულისა და ძველი ქართულის დამწერლობის პედაგოგად.

        2014 წლიდან მუშაობს ქობულეთის წმიდა კირიონ 2 კათალიკოსის სახელობის სკოლაში  საღვთო სჯულის პედაგოგად.

        2010 წლის 12 ივლისს (პეტრე-პავლობას) ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ხელი დაასხა დიაკვნად და მსახურობს ბათუმის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში.

        2011 წლის 27 მარტიდან არის მთავარდიაკონი.

        2012 წლის 7 იანვარს ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ხელი დაასხა მღვდლად და წინამძღვრად ქობულეთის  ყოვლადწმიდა სამების სახელობისა და თეთროსნის  წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრების წინამძღვრად დაინიშნა.

        2013 წლის 1 აპრილიდან თეთროსნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან გადაყვანილ იქნა ქობულეთის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიაში თანამწირველ მღვდლად.

        2013 წელს 18 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II მიერ დაჯოდლოვებული იქნა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.

        2015 წლის 3 დეკემბერს ბათუმისა და ლაზეთის, მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ქობულეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა.

        2017 წლის 20 ბთებერვლიდან დაინიშნა შპს „ჩაქვის წმიდა კეთილმორწმუნე მეფე დავითს სახ. სკოლის“ დირექტორად;

        ჰყავს მეუღლე და სამი  შვილი.

        მეუღლე _ ია ლაზიშვილი, რომელიც არის ქობულეთის წმიდა დიდმოწამე გიორგის სახელობის საბავშვო ბაღის პედაგოგი.

        შვილი _ ანდრია სოლომონიძე

        შვილი _ აბო სოლომონიძე

        შვილი _ ეფემია სოლომონიძე

        საცხ. ადგ:   ქ.  ქობულეთი,  შოთა  რუსთაველის  ქუჩა  166 ა ბინა 16

        ელექ, ფოსტა :   dekanozidanieli@gmail.com

         

        T    514  51- 88 - 51