• სიახლეები

            • მხიარული სტარტები

            •  

              დღეს ჟრიამულით იყო სავსე გიმნაზიის ეზო,  სპორტის პედაგოგმა და მეორე კლასის დამრიგებელმა ხათუნა მამულაიშვილმა ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით  მეორეკლასში ჩაატარეს სპორტული შეჯიბრი „მხიარული სტარტები“ მშობლებთან ერთად.  მოსწავლეები რამდენიმე კვირის განმავლობაში სპორტის გაკვთილებზე ემზადებოდენენ აღნიშნული შეჯიბრისთვის და მოუთმენლად ელოდნენ ამ დღეს.

              აქტივობამ ძალიან ხალისიანად ჩაიარა. პატარების მონდომება და ემოციები გადამდები იყო დამსწრე პირებისთვის და ჟიურის წევრებისთვის.

              შეჯიბრი ფრედ დამთავრდა, გაიმარჯვა მეგობრობამ და ყველა მონაწილე წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა სიგელით.

              მადლობა მშობლებს “მხიარულ სტარტებში” მონაწილეობისთვის.

              მსგავსი აქტივობების ჩატარება მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ემსახურება.

               

            • იმიტირებული სასამართლო "სარჩობელაზედ"

            • როგორც დიდი ილია ამბობდა:"ჩვენ პირთან საქმე არა გვაქვს,ჩვენ საზოგადო ჭირზედა ვწერთ და მიზეზი კეთილის ცუდად ახდენისა ჩვენი გულგრილობა და განთვითოეულება არის,რომელიც იყო,არის და სამწუხაროდ,მომავალშიც იქნება და წამალი ამ მიზეზის მოსპობისა მხოლოდ ერთია--ურთიერთთან კავშირი და ურთიერთობისთვის გულმტკივნეულობა"...

              სწორედ ასე დაინახეს გიმნაზიის მე-9 კლასის მოსწავლეებმა სოციალური უთანასწორობა "სარჩობელაზედ" მიხედვით,გაითავისეს თითოეული როლი და სცენაზე წარმოგვიდგინეს იმიტირებული სასამართლო...

              ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ჯული კაკაბაძე ყოველთვის ცდილობს მოსწავლეებს დაანახოს თითოეული ნაწარმოების საჭიროება ყოფით ცხოვრებაში, ისწავლონ სწორად შეძლონ ადამიანების შეფასება, დაფასება და მართალი გზით ცხოვრება. არაერთხელ გააცოცხლა მოსწავლეების დახმარებით სხვადასხვა ნაწარმოების გმირები. მადლობას მას დაუღალავი შრომისთვის.

              მადლობა თითოეულ მოსწავლესა და გიმნაზიის თითოეულ წევრს გაწეული თანადგომისთვის, გვეიმედებით

            • დეკანოზი დანიელის იუბილე

            • ჩვენი გიმნაზიის დირექტორს დეკანოზ დანიელს, ვულოცავთ იუბილეს. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და წარმატებას თქვენს საქმიანობაში. დაე, უფალმა დაგლოცოთ და დაგიცვათ, და მოგცეთ ძალა და სიბრძნე, რომ გააგრძელოთ თქვენი მნიშვნელოვანი მისია.მადლობას გიხდით ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ ჩვენი გიმნაზიისთვის. გისურვებთ, რომ ეს დღე სავსე იყოს სიხარულითა და სიყვარულით.

            • 🌟🌟🌟ყველა ფერი მთავარია!🌟🌟🌟

            •  

              5 ივნისს სტუდია "მზის სხივების" ნორჩმა მხატვრებმა და ხელმძღვანელმა თამუნა სარჯველაძემ გიმნაზიის ეზოში წარმოგვიდგინეს შემაჯამებელი გამოფენა.

              გამოფენა სავსე იყო ფერებით ,სიხარულით და დადებითი ემოციებით

              საოცარი ნახატები ვიხილეთ, იყო უამრავი ემოცია, მხიარულება, ფერადი ცარცებით გაგვიფერადეს გიმნაზიის ეზო.

              ვნახეთ თუ როგორ ფანტაზია, ხედვის უნარი აქვს თითოეულ მოსწავლეს .

              მადლობა რომ ულამაზებთ და აძლევთ მომავალ თაობას საშუალებას ლამაზ ფერებში დაინახონ სამყარო.

            • “ეს საქართველოა -ჩვენი მომავალი “

            • “ეს საქართველოა -ჩვენი მომავალი “

              ჩვენმა პატარებმა დაასრულეს პირველი კლასი და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი” მიძღვნილი ღონისძიებით დაგვემშვიდობნენ მომავალ წლამდე.

              ღონისძიება სავსე იყო სიხარულითა და პატივისცემით. ბავშვებმა მთელი გულით მოამზადეს თავიანთი გამოსვლები, რათა გამოხატონ სიყვარული და პატივისცემა სამშობლოს მიმართ.

              მათ წარადგინეს სხვადასხვა ნომრები - სიმღერები, აქტიურად იყვნენ მშობლები ჩართულო ღონისძიებაში რომლებიც საქართველოს ისტორიასა და კულტურას შეეხებოდა.

              სკოლის დირექტორმა, დეკანოზმა დანიელმა დალოცა თითოეული მოსწავლე, წინსვალა და წარმატება უსურვა მათ.

              ეს დღე იყო სიხარულისა და სიყვარულის ზეიმი, რომელიც პირველი კლასელების გულებში სამუდამოდ დარჩება.

              მადლობა კლასის ხელმძღვანელს Irma Koncelidze -ს გაწეული შრომისთვის, მარტივი არაა იყო 43 მოსწავლის დამრიგებელი და დაიმსახურო დიდი სიყვარული.