• სიახლეები

            • „კინგსის ოლიმპიადა“

            • ჩვენი სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ „კინგსის ოლიმპიადის“ როგორც ლიგის, ასევე შემოდგომის ტურში რამდენიმე საგანში. მათ ღირსეულად წარმოაჩინეს საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები, დაიმსახურეს მედლები და სერთიფიკატები. მოსწავლეები დაჯილდოვდნენ ოლიმპიადის წარმომადგენლის მიერ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ შრომასა და მიღწევებს. ვულოცავთ ჩვენს წარმატებულ მოსწავლეებს და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს მომავალში!

            • გილოცავთ დედაენის დღეს 14 აპრილს!

            • გილოცავთ დედაენის დღეს 14 აპრილს!

              “სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას? …..სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას…. ენა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს…” წმ. ილია მართალი (ჭავჭავაძე).

              ჩვენი პატრიარქის ილია მე-2ის სიტყვები: ,,ქართული ენა არის ღრმა,უნაპირო,ბრძენი, თავმდაბალი და მიუწვდომელი ,ვითარცა გონება და სიყვარული,მასშია მთელი საქართველო...ზეცაა მისი საწყისი ,უფალია მისი მშობელი და მფარველი“ ჩვენი აღსაზრდელების სავიზიტო ბარათად უნდა იქცეს..

              დედაენა — ჩვენი სული, ჩვენი ფესვები და ჩვენი ხმაა. ის გვაერთიანებს, გვაძლიერებს და გვასწავლის, ვინ ვართ ჩვენ. დედაენის დღე აღვნიშნეთ 1-4 კლასებში სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობებით. მოსწავლეებმა სიხარულითა და ინტერესით იმოგზაურეს ქართული ენის სამყაროში — იმღერეს, ითამაშეს, შექმნეს და გააზიარეს თავიანთი ცოდნა. ისაუბრეს 14 აპრილის მნიშვნელობაზე — იმ დღეზე, როცა ჩვენმა ხალხმა ერთიანობითა და სიყვარულით დაიცვა ქართული ენა. მოსწავლეებმა უკეთ გააცნობიერეს, რომ დედაენა მხოლოდ სიტყვები არ არის — ის ჩვენი იდენტობაა, ჩვენი ისტორია და ჩვენი მომავალი. დღე სავსე იყო ემოციებით, ღიმილითა და სიამაყით. ჩვენ ერთად კიდევ ერთხელ დავრწმუნდით — დედაენა უნდა გვიყვარდეს, გავუფრთხილდეთ და გავაძლიეროთ!

            • ქრისტე აღდგა!

            • ქრისტე აღდგა!

              ჭეშმარიტად აღდგა !

              გილოცავთ მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

              ეს უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული უკავშირდება სიკეთის გამარჯვებას ბოროტებაზე, სიცოცხლის ზეიმს სიკვდილზე და უკეთესი მომავლის რწმენას.