გილოცავთ დედაენის დღეს!!!
დღევანდელი დღე განსაკუთრებული ზეიმია მე-8 კლასის მოსწავლეებისთვის რადგან ისინი მოხალისეები არიან 2023 წლის დეკემბრიდან და აციფრულებენ ქართულ ენას, ახდენენ მათ პოპულარიზიას, რომ ჩვენი განსაკუთრებული ენა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და მოხდეს სხვადასხვა პორტალზე მისი გაციფრულება.
დედა ენის კვირეულთად დაკავშირებით შევხვდით მოხალისეების თემის წევრს რაზმიკ ბადალიანს, რომელიც გვიწევდა კონსულტაციას ხელოვნური ინტელექტის გაციფრულებაში :
"ერთად ვასწავლოთ AI-ის ქართული".
მოხდა შეჯამება ნამუშევრების, შედეგების და მომავალი გეგმებზე ვისაუბრეთ, ბატონ რაზმიკმა გაგვაცნო საინტერესო საიტები სადაც შეგვიძლია უკვე გაქართულებული გვერდების გამოყენება, ქართულად ხმოვანი ბრძანებების კარნახი და შესრულებული ბრძანებების ტექსტად გადმოცემა;
გაგვიზიარა რომ სამწუხაროდ სხვა ენებთან შედარებით, ქართული ენის ტექნოლოგიების განვითარება კომერციულად მომგებიანი არაა გუგლისა თუ სხვა დიდი კომპანიებისთვის.
ჩვენი მზად ვართ ახალი გამოწვევისთვის მეტი ქართული სიტყვის „გაციფრულება“ მომავალი 2025 წლის 14 აპრილმდე ყოველდღე გამოყავი 10-15 წუთი და გაახმოვანე მარტივი ქართული წინადადებები შენს ტელეფონშივე, რათა AI-ის ქართული ასწავლო: https://commonvoice.mozilla.org/ka/speak
რატომ გვჭირდება ეს? დღეს AI-ის ქართულს ცუდად ან საერთოდ არ ესმის აუდიო მონაცემთა სიმცირის გამო. ამიტომ ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ ხმოვანი მასალა ქართულისთვის და AI-ის ჩვენი ენა ვასწავლოთ. ყველა კითხვაზე პასუხი ნახე აქ: https://tinyurl.com/SpeakforGeorgiaFAQ
#ილაპარაკე #ილაპარაკესაქართველოსთვის
მარიამ ტარიელაძე
გულნარა მაისაია