• სიახლეები

            • "ბოლო ზარი "

            • 22 მაისი გიმნაზიაში განსაკუთრებული დღე იყო — დაირეკა ბოლო ზარი მე-12 კლასელებისთვის. დერეფნები სავსეა სიხარულით, ოდნავი სევდით და უამრავი მოგონებით. მოსწავლეები, რომლებიც წლების განმავლობაში ერთად იზრდებოდნენ, სწავლობდნენ და ოცნებობდნენ, დღეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადიან.

              ღონისძიებაზე მე-12 კლასელები დალოცა სკოლის დირექტორმა დეკანოზმა დანიელმა. მისმა გულწრფელმა სიტყვებმა და დალოცვამ განსაკუთრებული სითბო და ძალა შესძინა ამ მნიშვნელოვან დღეს. დააჯილდოვა წარჩინებული მოსწავლეები თათია თურმანიძე ორქის მედლით და სიგელით, გვანცა აბუსელიძე ვერცხლის მედლით და სიგელით, ასევე მე-12 კლასისი მოსწავლეებს გადასცა სიმბოლურად გიმნაზიის სიგელები. 

                თბილი და გულითადი სურვილებით მიმართა მოსწავლეებს დირექტორის მოადგილემ, ჯულიეტა კაკაბაძემ, რომელმაც წარმატება და ბედნიერი მომავალი უსურვა თითოეულ მათგანს. 

              ბოლო ზარი მხოლოდ სკოლასთან დამშვიდობება არ არის — ეს არის ბავშვობის დასრულება და ახალი გზის დასაწყისი. თითოეულ ნაბიჯს, თითოეულ გაკვეთილს და თითოეულ მეგობრულ საუბარს თავისი მნიშვნელობა აქვს. მასწავლებლების რჩევები, მეგობრების სიცილი და გიმნაზიის ყოველი კუთხე მათ გულში სამუდამოდ დარჩება.

              მე-12 კლასელები მადლიერებით ემშვიდობებიან გიმნაზიას — იმ ადგილს, რომელმაც მათ ცოდნა, გამოცდილება და ურთიერთობების მნიშვნელობა ასწავლა. წინ მათ ახალი მიზნები, დიდი გეგმები და უამრავი შესაძლებლობა ელით. 🎓

            • შიო III-ის აღსაყდრება

            • „ჩაქვის სასულიერო გიმნაზია ულოცავს სრულიად საქართველოს ახლადაღსაყდრებული კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, შიო III-ის აღსაყდრებას!სიმბოლურია, რომ ეს ისტორიული მოვლენა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლისა და ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულს დაემთხვა. ვუსურვებთ ჩვენს ახალ მწყემსმთავარს ღვთის შეწევნას, მხნეობასა და დღეგრძელობას ერის საკეთილდღეოდ. მრავალჟამიერ იყოს მისი მამამთავრობა!“

            • 30 აპრილი საქართველოში ბიბლიოთეკარის დღე

            • 30 აპრილს საქართველოში ბიბლიოთეკარის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით დირექტორმა დეკანოზი დანიელი და დირექტორის მოადგილემ სასწავლო ნაწილის დარგში Juli Kakabadze გიმნაზიის ბიბლიოთეკარს გადასცეს სერტიფიკატი "პროფესიული ერთგულებისთვის".

              ამ მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნავად, ჩვენი გიმნაზიის მე-9 კლასის მოსწავლეებმა და დამრიგებელმა მაკა კალანდაძემ, რომლებსაც საკუთარი პატარა ბიბლიოთეკა აქვთ შექმნილი, გადაწყვიტეს ინტერვიუ ჩაეწერათ ადამიანთან, რომელიც წლების განმავლობაში ზრუნავს სკოლის ბიბლიოთეკაზე, წიგნებზე და მკითხველებზე — რუსუდან დავითაძესთან.

              1. თქვენი დაკვირვებით, როგორ იცვლება მკითხველის გემოვნება ათწლეულების განმავლობაში და რომელი კლასიკური ნაწარმოები რჩება დროსთან უძლეველი?

              წლების განმავლობაში მკითხველის გემოვნება მნიშვნელოვნად იცვლება — თანამედროვე თაობა ხშირად უფრო დინამიკურ და აქტუალურ თემებზე შექმნილ ნაწარმოებებს ირჩევს. მიუხედავად ამისა, კლასიკური ლიტერატურა კვლავ ინარჩუნებს თავის ძალას. ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას შემოქმედება ყოველთვის საინტერესოა, რადგან მათში ასახულია ადამიანური ღირებულებები და პრობლემები, რომლებიც დროს არ ემორჩილება.

              2. რომელია ის იშვიათი ან ძველი გამოცემა ამ ბიბლიოთეკის ფონდში, რომელსაც განსაკუთრებული ისტორია აქვს და რომელსაც ყველაზე მეტად უფრთხილდებით?

              ჩემთვის ყველაზე საყვარელი და განსაკუთრებული წიგნია გამოცემა სახელწოდებით „ჩვენი სკოლა“, რომელიც ხანძარს გადაურჩა. ამ წიგნში თავმოყრილია გიმნაზიის პედაგოგების ფოტოები, სკოლის დაარსების ისტორია და მისი განვითარების გზა. ეს წიგნი ჩვენი სკოლის მეხსიერებაა და დიდი სიფრთხილითა და სიყვარულით ვუფრთხილდები.

              3. რა მიგაჩნიათ ბიბლიოთეკარის მთავარ მისიად თანამედროვე სამყაროში — მხოლოდ წიგნების დაცვა თუ მკითხველისთვის სწორი ორიენტირების ჩვენება?

              მე ვთვლი, რომ ბიბლიოთეკარის მთავარი მისია მხოლოდ წიგნების დაცვა არ არის. ბიბლიოთეკარი უნდა იყოს მეგზური, რომელიც მკითხველს დაეხმარება სწორი მიმართულების პოვნაში, კითხვის სიყვარულის გაღვივებაში და საკუთარი ინტერესების აღმოჩენაში. სწორად შერჩეულ წიგნს შეუძლია ადამიანის მომავალზე დიდი გავლენა მოახდინოს.

              ბიბლიოთეკარის დღის აღსანიშნავად და მრავალწლიანი ერთგული შრომის დაფასების ნიშნად, რუსუდან დავითაძეს გადაეცა სერტიფიკატი.

              სერტიფიკატი გადასცეს გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა დანიელმა, და დირექტორის მოადგილემ, ჯულიეტა კაკაბაძემ.

              ეს შეხვედრა და ინტერვიუ ჩვენთვის განსაკუთრებული იყო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ბიბლიოთეკა მხოლოდ წიგნების ადგილი არ არის — ეს არის ისტორიის, კულტურისა და ადამიანური სითბოს სივრცე. რუსუდან დავითაძე კი ამ სივრცის ნამდვილი მცველია.