სტრატეგიული განვითარების
ა(ა)იპ ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის გიმნაზიის
შვიდწლიანი განვითარების სტრატეგიული გეგმა
2023-2030 წლები
შესავალი
წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს.
7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გავითვალისწინეთ როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით.
სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას.
სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით.
სკოლის შესახებ ინფორმაცია
სკოლის მისია :
სკოლა-გიმნაზია ქმნის პოზიტიურ, კონკურენტუნარიან და სწავლისთვის მასტიმულირებელ გარემოს, რათა აღზარდოს მართლმადიდებელი ქრისტიანი, ფიზიკურად, ზნეობრივად და ინტელექტუალურად განვითარებული, გულისხმიერი და შემწყნარებელი მომავალი თაობა, რომელიც თავის პოტენციალს მოახმარს ეროვნულ მიზნებს.
სკოლის ხედვა:
- სასკოლო განათლება მოზარდს განუვითარებს ქრისტიანული ღირებულებებისა და ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისა და დაცვის უნარ-ჩვევებს, ასწავლის ოჯახის მართლმადიდებლური ტრადიციების პატივისცემასა და სამშობლოს სიყვარულს;
- უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში STEM განათლების გაძლიერებით სკოლა-გიმნაზია აღზრდის თანამედროვე ტექნოლოგიების შემქმნელ თაობას და დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას გააზიარებს ქვეყნის მასშტაბით;
- უცხოური ენის გაძლიერებული სწავლებითა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობით საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირებული მოზარდების რაოდენობა იქნება მუდმივად მზარდი;
- სკოლა-გიმნაზიის ბაზაზე პედაგოგთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობით, 2031 წლისთვის წამყვანი და მენტორი მასწავლებლების რიცხვი გაიზრდება 50%-ით.
ღირებულებები
სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით:
- ღვთისა და მოყვასის სიყვარული;
- პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება;
- პატიოსნება და კეთილსინდისიერება;
- სხვისი შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა;
- მიუკერძოებლობა;
- თანაგანცდა და თანადგომა;
- ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობა წარსული გამოცდილების გამოყენებით;
- პროფესიული ზრდა და განვითარება;
- გუნდური მუშაობა.
სკოლის მიზნები
სკოლის მიზანია:
- აღზარდოს მაღალი აკადემიური ცოდნის მიღებაზე ორიენტირებული თავისუფალი და პასუხისმგებელი, კრიტიკული აზროვნების, ეფექტური კომუნიკაციის უნარების, ჯანსაღი ღირებულებების მატარებელი ადამიანები, რომელთაც შეეძლებათ საკუთარი შესაძლებლობების ოპტიმალური შეფასება და ცხოვრებაში რეალიზება.
- ხელი შეუწყოს მასწავლებელთა პროფესიულ ზრდას და პედაგოგიური პრაქტიკის შემდგომ დახვეწასა და გამდიდრებას.
- მოსწავლეთათვის შესაბამისი უნარების განვითარება, დამოუკიდებლად მოახერხოს საჭირო ინფორმაციის მოძიება, აღქმა, ანალიზი, დასკვნის გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება;
- მოსწავლეთა შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა და განვითარება;
- მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მუდმივი განახლება;
- უსაფრთხო და შესაძლებლობებით მრავალფეროვანი გარემოს შექმნა და მუდმივი სრულყოფა;
- სასკოლო საზოგადოების გააქტიურება.
SWOT - ანალიზი
იმისათვის, რომ სკოლამ მოახერხოს თავისი მისიის შესრულება და მოსწავლეებისათვის საუკეთესო საგანმანათლებლო მომსახურების შეთავაზება, აუცილებელია სწორად იქნეს დანახული სკოლის მიერ დასახული და შესრულებული სტრატეგიული გეგმის დადებითი და უარყოფითი, სუსტი და ძლიერი მხარეები. სისუსტეების გამოვლენა მიმართულია იმისკენ, რომ არსებული შესაძლებლობის ფარგლებში გადაიქცეს ძლიერ მხარეებად, ხოლო საფრთხეების წინასწარ შეფასება საშუალებას იძლევა, რომ სკოლა მზად დახვდეს სავარაუდო გამოწვევებს.
S (ძლიერი მხარე)
W (სუსტი მხარე)
- პოზიტიური, წამახალისებელი გარემო;
- მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო;
- თანამშრომლობითი სასწავლო გარემო;
- მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა;
- სასკოლო კულტურა;
- გუნდურობა
- შიდა ხარისხის მონიტორინგის სისტემა;
- ექსპერიმენტული და კვლევითი სამუშაოების ნაკლებობა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისას;
- აკადემიური პერსონალის მხრიდან თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების სიმცირე;
- გაცდენის შემთხვევაში, ჩამნაცვლებელი მასწავლებლების არარსებობა;
- სასკოლო ცხოვრებაში საბაზო და საშუალო საფეხურის მშობელთა დაბალი დაინტერესება და ჩართულობა;
- საკმარისი ბიუჯეტის არარსებობის გამო ადმინისტრაციული/აკადემიური კადრებისათვის კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭირო სერვისების სიმცირე;
O (შესაძლებლობები)
T (საფრთხე)
- დამატებითი შემოსავლების მოზიდვა/მოძიება;
- დამატებითი სერვისების განვითარება;
- სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტების განხორციელება;
- მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის წარმატებით დანერგვა;
- ადამიანური რესურსის კვალიფიკაციის ზრდა/განვითარება.
- არასტაბილური ეკონომიკური გარემო;
- ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების სიმცირე ბაზარზე;
- პანდემია;
- რეგულაციების ხშირი ცვლილებით გამოწვეული საფრთხეები;
- სკოლა-გიმნაზიაში დასაქმებული კადრების დაუგეგმავი ცვლილებები;
- დაფინანსების ცვლილება.
სტრატეგიული მიმართულებები:
სკოლის შესაძლებლობებისა და გარემოს შესწავლის (SWOT ანალიზი), მისიითა და ხედვით განსაზღვრული მიზნებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება/მოვალეობების განხორციელებისათვის აიპ ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის გიმნაზია მოსწავლეებს ამზადებს წარმატებული მომავლისათვის: ღზრდის მოტივირებულ თაობას, რომელიც ზრუნავს საკუთარი და ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების, შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტ განვითარებასა და რეალიზებაზე, მისი აღზრდილი მოსწავლე არის შემოქმედი, თავად ქმნის ს ღირებულებებს და არ ცხოვროს მხოლოდ არსებულის ხარჯზე. გიმნაზიას დაგეგმილი აქვს 2023-2030 წლებში იმუშაოს შემდეგი სტრატეგიული მიმართულებით:
- სკოლა-გიმნაზიის ინსტიტუციური განვითარება;
- სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება;
- ადამიანური რესურსის განვითარება;
- მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება;
- უსაფრთხო, ორგანიზებული და დისციპლინირებული გარემოს უზრუნველყოფა;
- სასკოლო საზოგადოების ჩართულობა;
- მოსწავლეთა მხარდაჭერის გაუმჯობესება;
- ორგანიზაციული განვითარება.
თითოეული სტრატეგიული მიმართულება თავის მხრივ, იყოფა ამოცანებად.
-
- სკოლა-გიმნაზიის ინსტიტუციური განვითარება;
ამოცანები:
1. მისიის, ხედვის, ღირებულებებისა და სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგიის შემუშავება;
2. მისიის, ხედვისა და ღირებულებების გადახედვა;
3. ახალი შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავება;
4. ერთწლიანი სამოქმედო გეგმების შემუშავება;
5. სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის განვითარება;
ძირითადი და დამხმარე პროცესების მარეგულირებელი დოკუმენტების შემუშავება, განახლება.
სტრატეგიული მიზნები
ამოცანები
შესრულების პერიოდი
2023- 2024
2024- 2025
2025- 2026
2026- 2027
2027- 2028
2028- 2029
2029- 2030
სკოლა-გიმნაზიის ინსტუტიციური განვითარება.
მისიის, ხედვის, ღირებულებებისა და სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგიის შემუშავება
მისიის, ხედვისა და ღირებულებების გადახედვა
ახალი შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავება.
სამოქმედო (ერთწლიანი) გეგმის შემუშავება
სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის განვითარება
ძირითადი და დამხმარე პროცესების მარეგულირებელი დოკუმენტების შემუშავება, განახლება
-
- სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება
- ახალი პროგრამების შემუშავება/დანერგვა;
- სასწავლო პროცესის ხარისხის გაზრდა;
- სასწავლო პროცესის მონიტორინგი და შედეგების გათვალისწინებით შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება;
- აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების მიზნით, მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდა.
სწავლა ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენას, მათ ინტელექტუალურ განვითარებას. ხარისხზე ორიენტირებულ სკოლაში მოსწავლე ეუფლება არა მხოლოდ ინფორმაციის მიღების, არამედ ცოდნის გააზრების, გამოყენების, დამოუკიდებლად დასკვნების გამოტანისა და შეფასების გაკეთების უნარ-ჩვევებს. მოსწავლის განვითარების დინამიკის დადგენა და თანმდევი დამატებითი სამუშაოების განხორციელება არის სრულყოფილი და ხარისხიანი განათლების მიღების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება.
სტრატეგიული მიზნები
ამოცანები
შესრულების პერიოდი
2023- 2024
2024- 2025
2025- 2026
2026- 2027
2027- 2028
2028- 2029
2029- 2030
სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება
ახალი პროგრამების შემუშავება/ დანერგვა
სასწავლო პროცესის ხარისხის გაზრდა
სასწავლო პროცესის მონიტორინგი და შედეგების გათვალისწინებით შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა/ განხორციელება
აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების მიზნით, მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდა
- ადამიანური რესურსის განვითარება
- პერსონალის მართვის პოლიტიკის და პრაქტიკის გაუმჯობესება;
- აკადემიური კორპუსის გაძლიერების მიზნით საუკეთესო კადრების მოზიდვა;
- ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხელშემწყობი ღონისძიებების ორგანიზება.
ხარისხიანი განათლებისა და ეფექტური სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა წარმოუდგენელი და შეუძლებელია კვალიფიციური, მომზადებული და პროფესიულად მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული მასწავლებლის გარეშე. სკოლამ უნდა უზრუნველყოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარება. ამის განსახორციელებლად სკოლა უზრუნველყოფს ადმინისტრაციული თუ აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხელშემწყობი ღონისძიებების ორგანიზებას, რაშიც მოიაზრება ტრენინგები, ვებინარები, სამუშაო შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა და ა.შ.
სტრატეგიული მიზნები
ამოცანები
შესრულების პერიოდი
2023- 2024
2024- 2025
2025- 2026
2026- 2027
2027- 2028
2028- 2029
2029- 2030
ადამიანური რესურსის განვითარება
პერსონალის მართვის პოლიტიკის და პრაქტიკის გაუმჯობესება
აკადემიური კორპუსის გაძლიერების მიზნით საუკეთესო კადრების მოზიდვა
ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხელშემწყობი ღონისძიებების ორგანიზება
- მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება
- ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება;
- საგანმანათლებლო/სასწავლო რესურსების განახლება/შევსება;
- საინფორმაციო რესურსების გაუმჯობესება;
- ფინანსური მდგრადობა.
სკოლისთვის მნიშვნელოვანია სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესისათვის საჭირო მატერიალური რესურსის არსებობა, სასკოლო ინვენტარით და საჭირო რესურსებით სასწავლო დაწესებულების უზრუნველყოფა, მძლავრი საბიბლიოთეკო ფონდის შექმნა, საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაზის განვითარება, ლაბორატორიების გამდიდრება და სხვა. სკოლაში შექმნილია ყველა აუცილებელი პირობა სასწავლო პროცესის წარმართვისათვის.
სტრატეგიული მიზნები
ამოცანები
შესრულების პერიოდი
2023- 2024
2024- 2025
2025- 2026
2026- 2027
2027- 2028
2028- 2029
2029- 2030
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება
ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება
საგანმანათლებლო/სასწავლო რესურსების განახლება/შევსება
საინფორმაციო რესურსების გაუმჯობესება
ფინანსური მდგრადობა
- უსაფრთხო, ორგანიზებული და დისციპლინირებული გარემოს უზრუნველყოფა
- საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა;
- უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
- უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება.
სკოლაში სასწავლო პროცესი და ზოგადად აღზრდის სისტემა უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობისა და ნდობის პრინციპებს. მოსწავლე უსაფრთხოდ და დაცულად უნდა გრძნობდეს თავს. სკოლაში შექმნილი უნდა იყოს ყველა პირობა, რათა დაკმაყოფილებული იყოს სასკოლო საზოგადოების ფიზიკური უსაფრთხოების მოთხოვნები. სკოლაში ფუნქციონირებს უსაფრთხოების მკაფიოდ შემუშავებული სისტემა, რომელშიც მოიაზრება მანდატურები, დარაჯები, ვიდეო კამერები, სახანძრო უსაფრთხოებისა ნორმების დაცვა, პრევენციული ღონისძიებები. სკოლამ უნდა მისცეს მოსწავლეებსა და თანამშრომლებს აუცილებელი ცოდნა კრიტიკულ სიტუაციებში ქცევის შესახებ და განუვითაროს შესაბამისი უნარ-ჩვევები.
სტრატეგიული მიზნები
ამოცანები
შესრულების პერიოდი
2023- 2024
2024- 2025
2025- 2026
2026- 2027
2027- 2028
2028- 2029
2029- 2030
უსაფრთხო, ორგანიზებული და დისციპლინირებული გარემოს უზრუნველყოფა
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა
უსაფრთხოების ნორმების დაცვა
უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება
- სასკოლო საზოგადოების ჩართულობა
- მოსწავლეთა თვითმმართველობის აქტივობების გაზრდა;
- მშობელთა ჩართულობა სასწავლო აღმზრდელობით პროცესში;
- მშობლებთან ურთიერთობების ფორმების დახვეწა;
- მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობის გაზრდა;
- მართვის კოლეგიური ორგანოების გააქტიურება.
სკოლის წარმატებული ფუნქციონირებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია სასკოლო საზოგადოებასთან, მათ შორის მოსწავლეებთან, მშობლებთან ურთიერთობის სისტემის ჩამოყალიბება. სასკოლო საზოგადოებისათვის ღია და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინფორმაცია სკოლაში მიმდინარე პროცესებზე, წარმატებებსა და ინიციატივებზე. სკოლის წარმატებული საქმიანობისათვის მნიშვნელოვანია მშობელთა ჩართულობა, რისი აუცილებელი პირობაცაა მათი ინფორმირებულობა.
სკოლის წარმატებული საქმიანობისათვის მნიშვნელოვანია სასკოლო საზოგადოების ჩართულობა სკოლისათვის სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. სწორედ ამიტომ, სკოლის მმართველობითი კოლეგიური ორგანოების შემადგენლობა დაკომპლექტებულია როგორც სკოლის თანამშრომლების, ასევე მოსწავლეებისა და მშობლებისაგან.
სტრატეგიული მიზნები
ამოცანები
შესრულების პერიოდი
2023- 2024
2024- 2025
2025- 2026
2026- 2027
2027- 2028
2028- 2029
2029- 2030
სასკოლო საზოგადოების ჩართულობა
მოსწავლეთა თვითმმართველობის აქტივობების გაზრდა
მშობელთა ჩართულობა სასწავლო აღმზრდელობით პროცესში
მშობლებთან ურთიერთობების ფორმების დახვეწა
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობის გაზრდა
მართვის კოლეგიური ორგანოების გააქტიურება
- მოსწავლეთა მხარდაჭერა
- მოსწავლეთა აკადემიური და ადმინისტრაციული მხარდაჭერის სისტემის უზრუნველყოფა;
- დამატებითი სერვისების განვითარება;
- მოსწავლეთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
ნაყოფიერი სასწავლო პროცესის ფორმირებისთვის აუცილებელია მოწესრიგებული სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეები თავს დაცულად და კომფორტულად იგრძნობენ. სკოლის მიზანია პირველ რიგში უზრუნველყოს მოსწავლის სასწავლო გარემოსთან ადაპტაცია, მოიპოვოს მისი ნდობა და შეუქმნას მას მიმღებლობითი გარემო. მხარდაჭერის სტრატეგიის გამოყენებით ხდება სწავლებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა და შემდგომში მოსწავლის აკადემიური თუ ქცევითი მიღწევების წახალისება.
მოსწავლეთა სრულფასოვანი განვითარებისათვის მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების მიცემა. მოსწავლეთა ინტერესების შესაბამისად სხვადასხვა კლუბებისა და დამატებითი მომსახურების შეთავაზება, სხვადასხვა სიახლეების შეთავაზება სასკოლო საზოგადოებისათვის.
სტრატეგიული მიზნები
ამოცანები
შესრულების პერიოდი
2023- 2024
2024- 2025
2025- 2026
2026- 2027
2027- 2028
2028- 2029
2029- 2030
მოსწავლეთა მხარდაჭერა
მოსწავლეთა აკადემიური და ადმინისტრაციული მხარდაჭერის სისტემის უზრუნველყოფა
დამატებითი სერვისების განვითარება
მოსწავლეთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების განხორციელება
- ორგანიზაციული განვითარება
- სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან/ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
- სკოლის ცნობადობის გაზრდა;
- სრული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის პროცესისათვის მომზადება.
პარტნიორულ ურთიერთობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სკოლის განვითარებისთვის; პირველ რიგში, მნიშვნელოვანია პარტნიორობა სკოლის შიგნით, რათა ერთად მოხდეს პრობლემების გადაჭრა დასახული მიზნის მისაღწევად.
მეორე მხრივ, კონკურენტუნარიან გარემოში პარტნიორობა საჭიროა სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, სკოლებთან, კერძო პირებთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, უნივერსიტეტებთან, თემთან და სხვა ორგანიზაციებთან, რომელშიც სკოლის წარმატებით დაინტერესებული ყველა პირი მიიღებს მონაწილეობას.
ამასთან, აუცილებელია მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ და მომავალი ავტორიზაციის პროცესისათვის სკოლაში მოქმედი მექანიზმების დახვეწა.
სტრატეგიული მიზნები
ამოცანები
შესრულების პერიოდი
2023- 2024
2024- 2025
2025- 2026
2026- 2027
2027- 2028
2028- 2029
2029- 2030
ორგანიზაციული განვითარება
სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან/ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა
სკოლის ცნობადობის გაზრდა
სრული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის პროცესისათვის მომზადება