ძვირფასო მშობლებო, 14 სექტემბერს, როდესაც მართლმადიდებლური სამყარო საეკლესიო ახალ წელს — ინდიქტიონს აღნიშნავს, ჩვენი გიმნაზია კვლავ სიხარულით აღებს კარებს თქვენი შვილებისთვის.
სიმბოლურია, რომ ცოდნის შეძენისა და სულიერი განვითარების ახალ ეტაპს სწორედ ამ ლოცვითა და მადლით მოსილ დღეს ვიწყებთ.ჩვენი მიზანია, ამ წელსაც, თქვენთან ერთად, შევქმნათ გარემო, სადაც ბავშვები არა მხოლოდ მაღალი დონის განათლებას მიიღებენ, არამედ გაიზრდებიან ქრისტიანული სიყვარულის, ურთიერთპატივისცემისა და ტრადიციების ერთგულების სულისკვეთებით.
მოუთმენლად ველოდებით ჩვენს ძვირფას მოსწავლეებსა და პირველკლასელებს, რომლებიც წელს პირველად შემოუერთდებიან ჩვენს დიდ ოჯახს.გისურვებთ მშვიდობიან, ნაყოფიერ და სულიერი სიხარულით აღავსე სასწავლო წელს! უფალი იყოს თქვენი და თქვენი შვილების მფარველი.
სიყვარულითა და პატივისცემით, გიმნაზიის ადმინისტრაცია