• სიახლეები

            • ქრისტე აღდგა!

            • გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ქრისტე აღდგა!

              ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა უდიდესი საუფლო დღესასწაულია. სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღესასწაული. დღე, რომელიც ჩვენთვის განსაკუთრებულია, ყველაზე დიდი სიხარულის და იმედის მომტანია.

              გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიძლიერეს!

              ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!

            • ინტერაქტიული საგანმანათლებლო ვორკშოპი – „მეწარმეობის ესკეიპ რუმი“

            • 20 მარტს ბათუმის ტექნოპარკში ინტერაქტიული საგანმანათლებლო ვორკშოპი – „მეწარმეობის ესკეიპ რუმი“ ჩატარსა, რომელიც მიზნად ისახავს სამეწარმეო აზროვნების განვითარებას, გუნდური მუშაობისა და პრობლემების გადაჭრის უნარების გაძლიერებას. პროექტი განხორციელდა კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ინიციატივით და ბათუმის ტექნოპარკის მხარდაჭერით 🚀 პროექტში მონაწილეობა მიიღო ჩვენი გიმნაზიის მე-10 კლასის მოსწავლეების გუნდმა: მარიამ ლამპარაძე, ნატალი ცენტერაძე, ნინი არძენაძე, ელიზა ქარცივაძე და ანანო იმნაძე და გადაეცათ სამახსოვრო სერტიფიკატები .

            • ჩემპიონები ძალოსნობაში

            • აჭარის პირველობა ძალოსნობაში 17 წლამდე 102 წონით კატეგორიაში პირველი საპრიზო ადგილზე გავიდა ჩვენი გიმნაზიის მე-8 კლასის მოსწავლე საბა ყურშუბაძე .

              ხოლო 67 წონით კატეგორიაში მოსწავლემ ლაშა დუმბაძე მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა.

              გილოცავთ და უამრავ წარმატებას გისურვებთ.

            • დაჯილდოება

            • 2025 წლის 16 თებერვალს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ მისი უწმინდესობის სრულიად საქართვლოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II - ის ლოცვა -კურთხევით ეკლესიისა და სამშობლოს წინაშე ერთგულებით მსახურების გამო ჩვენი გიმნაზიის დირექტორი დეკანოზი დანიელ სოლომონიძე დააჯილდოვა გამშვენებული ჯვრით. ასევე ეკლესიისა და სამშობლოს წინაშე ერთგულებით მსახურების გამო ჩვენი გიმნაზიის მოძღვარი დეკანოზი ეფრემ ალელიშვილი დააჯილდოვდა მიტრით. ვულოცავთ ჩვენს ძვირფას მოძღვრებს დიდი სიყვარულით.

            • სტუმრად ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლები

            • სსიპ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლები ააიპ ჩაქვის წმიდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის უფროსკლასელებს შეხვდნენ. აღნიშნული ვიზიტების მთავარი მიზანია, აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოსწავლეებს, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მიერ დაფინანსებული ღონისძიებებისა და პროგრამების შესახებ მიეწოდოს ინფორმაცია. შეხვედრები დიალოგის რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უკუკავშირის შედეგად, ცენტრის ღონისძიებები მეტად მორგებული და ხელმისაწვდომი იყოს ახალგაზრდებისთვის.

            • ახალგაზრდებში ჯარის შესახებ ცნობიერების ამაღლება

            • 2025 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო სამხედრო სამსახური განახლდა და წვევამდელთა ეროვნული სამსახურით შეიცვალა. 

              ამ და სხვა სიახლეებზე სასაუბროდ გიმნაზიას ეწვია უფროსი სერჟანტი კობა ნოღაიდელი და სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ქობულეთის მინუციპალური განყოფილების უფროსი მაიორი ამირან შანიძე.

              მათ უფროსკლასელებს თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.

              შეხვედრის მიზანი ახალგაზრდებში ჯარის შესახებ ცნობიერების ამაღლება და კანონში შეტანილი სიახლეების გაცნობა იყო.

            • პატარა ჩემპიონი

            • ჩვენი პატარა გიმნაზიელი , მეორე კლასის მოსწავლე ლუკა ბარბაქაძე ( (დამრიგებელი ხათუნა მამულაიშვილი) მონაწილეობდა აჭარის ჩემპიონატში "კიოკუშინკაიკან კარატეში" ასაკობრივ კატეგორიაში და აიღო მეორე ადგილი. ვულოცავთ ლუკას ამ დიდ გამარჯვებას, წარმატებები და წინსვლა დიდ ასპარეზებზე.

            • დავითობა

            • დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით მე-6 კლასში, დამრიგებელი თამარ რობაქიძე ჩატარდა საკლასო ღონისძიება "დავით მეფე აღმაშენებელი" , სადაც განხილულ იქნა იმდროინდელი ეპოქა, მისი მოღვაწეობის პერიოდი. მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები, ნახატები.

            • გილოცავთ დავითობას!

            • წმინდა მეფე დავით აღმაშენებელის ძალა და მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს!

              „ხოლო მეფესა დავითს ამისთჳს ეწოდა აღმაშენებელი, რამეთუ ოდეს იქმნა მეფედ, იყო ქუჱყანა ესე სრულიად ოჴერ. ამან განავსნა და აღაშენნა, რომელ არღარა ეტევოდა ამით, რამეთუ იყო მოშიში და მოყუარე ღმრთისა; გლახაკთა, ქურივთა და ობოლთა მოწყალე, სნეულთა თჳთმსახური, ეკკლესიათა, ქსენონთა მაშენებელი, სამღუდელოთა მეპატივე, წერილთა საღმთოთა მოყუარე...“

            • #eTwinning პროექტი

            • #eTwinning პროექტის ფარგლებში გვქონდა გაცნობითი პატარა პროექტი „მიწერე წერილი უცხოელ მეგობარს“ სადაც მოხდა ორი ქვეყნის თურქეთისა და საქართვეელოს , ჩვენი გიმნაზიელი მოსწავლეების გაცნობა.11 მოსწავლისგან შედგებოდა ეს პროექტი, რომელსაც ხელმძღვანელობდა მასწავლებელი მაკა კალანდაძე,საქართველოს მხრიდან და თურქეთის მხრიდა ინგლისურის ენის მასწავლებელი Senagül Aydın Yalçın. პროექტის ფარგლებში მოხდა სახელობითი სუვენირებისა და ქართული ტრადიციების მაგნიტების შეძენა, რაც ჩვენი სკოლის დირექტორი დეკანოზი დანიელის კურთხევით შევიძინეთ და გიმნაზიამ გაწია ხარჯები, დაიწერა წერილები რომელშიც გაცნობითი სახის ინფორმაცია ეწერა თუ რომელ სკოლას წარმოვადგენდი, რა იყო მოსწაავლეების ინტერესის სფერო, თუ რომელ კუთხეში ვცხოვრობთ და საინტერესოდ მიაჩნით სხვა ქვეყნის თანატოლებთან ურთიერთობა და გაცნობა. მოხდა საახალწლო ბარათების ხელით დახატვა, რაშიც გვეხმარებოდა მე-8, მე-9 და მე-6 კლასის მოსწავლეები : ელენე ფუტკარაძე, თეკლა დავითაძე და ანასტასია ფუტკარაძე, მადლობა მათ დახმარებისთვის. გავცვალეთ წერილები და მისმა მიღებამ ძალიან გაახარა მასწავლებელი და მოსწავლეები...პროექტში მონაწილეობდნენ მოსწავლეები : მე-9 კლასი: აჩიკო აბუსელიძე, გიორგი ჯიჯავაძე, მართა ლაზიშვილი, მარიამ ათაბაძე, ელენე ქარცივაძე, მარიამ პროხოროვა, შოთიკო გუნდაძე;მე-10 კლასის მოსწავლეები : მარიამ ლამპარაძე, დათა გორგილაძე და ზაური კალანდაძე.მე-12 კლასის მოსწავლე: მაგდა დუმბაძე; მადლობა #eTwinning-ის ასეთი შესაძლებლობისთვის.Everything is very fantastic ! 

            • ნათლისღება

            • გილოცავთ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს! ნათლისღება - ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანიაში სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის.

            • შობა

            • ყველას გილოცავთ ქრისტე-შობის დღესასწაულს!!!

              ქრისტეს შობა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია ჩვენთვის. ეს სიკეთის, სიყვარულისა და სათნოების ზეიმია.

              ყველას გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებას, კეთილდღეობას და უფლის მფარველობას

            • "ტვინების ბრძოლა"

            • გიმნაზიაში ჩატარდა შემოდგომის სეზონის ინტელექტუალური თამაში “ტვინების ბრძოლა” სხვადასხვა კატეგორიაში.

              U5 კატეგოგორიაში პირველი ადგილი 64 ქულით დაიკავა მე-4 კლასის გუნდმა “არწივები”;

              U8 კატეგორიაში პირველი ადგილზე გავიდა მე-8 კლასის გუნდი “ლელო”;

              U12 კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა 11 კლასის გუნდმა “ენერგოვამპირები”;

              წარმატებას ვუსურვებთ გუნდებს რაიონულ შეჯიბრში.

            • ემილია კონცელიძეს წარმატებას.izrune.ge-ზე

            • ვულოცავთ ჩვენ პატარა მოსწავლეს ემილია კონცელიძეს წარმატებას.izrune.ge-ზე საზაფხულო ტესტებში მონაწილეობისთვის მიიღო დიპლომი, საქართველოს რეგიონების და დიდი ქართველების ცხოვრების საუკეთესოდ შემეცნებისთვის. 

              კვლავ უამრავ წარმატებას ვუსურვებთ.

            • სიგელების გადაცემა

            • ჩვენს სკოლაში უკვე ტრადიციად იქცა წლის დასაწყისში წარმატებული მოსწავლეების გამოვლენა და მათი დაჯილდოება დირექციის მხრიდან.

              იმედს ვიტოვებთ რომ ამგვარი ქმედება ბევრ მოსწავლეს მოტივაციას შესძენს უკეთესი სწავლისთვის.

            • მშობლებთან შეხვედრა

            • 10- 11 სექტემბერს გიმნაზიის დირექციამ გამართა მოსწავლეთა მშობლებთან საერთო შეხვედრა.შეხვედრისას სკოლის დირექტორმა დეკანოზმა დანიელმა და დირექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში მარიამ ტარიელაძემ ისაუბრეს 2024-2025 სასწავლო წლის გეგმებზე, მშობლებს გააცნო ახალი ინიციატივები და გამოწვევები, რაც სკოლის წინაშე დგას, ითხოვა მშობლებისაგან მეტი მხარდაჭერა და ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში.მშობლებთან შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაიმართა.

            • 2023-2024 წლის კურსდამთავრებულების წარმატება

            • ვულოცავთ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს სტუდენტობას, 14 სტუდენტი შეაბიჯებს სხვადასხვა უნივერსიტეტში, წარმატებები მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე.

              გვყავს 2 გრანტოსანი:

              1. გვანცა ლაზიშვილი 100% გრანტი

              შპს-თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი

              საერთაშორისო ურთიერთობები;

              2. ხატია გორგილაძე 50% გრანტი

              სსიპ-ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

              სამართალმცოდნეობა;

              თითოეული გიმნაზიელის წარმატებით ჩვენ ამაყები და ბედნიერები ვართ;