• სიახლეები

            • დედაენის დღე

            • „საუკუნეთა ჯურღმულებიდან მოჩქეფს და მოწვეთავს „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა“---ასე იცნობს ჩვენი მომავალი თაობა მრავალ ჭირ-ვარამ გამოვლილ ქართულ ენას. ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე დავითის სახელობის გიმნაზიაში ჩატარდა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული.მისი მიზანი იყო 14 აპრილის დღესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი ინფორმაციის გაცნობა,მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება,მიღებული ცოდნის გაღრმავება და განმტკიცება ახალი მასალით,ჯგუფური მუშაობის,შემოქმედებითი და პრეზენტაციის უნარ-ჩვევების განვითარება.

              VI კლასში ჩატარდა კლასსაათი თემაზე: "დედაენის დღე" სადაც ბავშვებმა საზოგადოებას კიდევ წრთხე შეახსენეს 1978 წლის 14 აპრილის მოვლენები.

              VII-VIII კლასის მოსწავლეებმა დაამზადეს კედლის გაზეთები და ნახატები---თემა „ჩვენი ენა ქართული’“.ასევე დაამზადეს მოსწავლეთა ნამუშევრებით რესურსად წიგნის ელექტრონული ვერსია (https://read.bookcreator.com/3giV02S…/iOiTmuZJTFG4b3uIefsPOA)

              გიმნაზიაში ჩატარდა მოსწავლეთა კონფერენცია სხვადასხვა თემაზე:წაკითხული წიგნის, სასულიერო და საზოგადო მოღვაწის შესახებ პრეზენტაცია,მონაწილეობა მიიღო VII,VIII და XI კლასის მოსწავლეებმა,რომელთაც წარმატებით გაართვეს თავი დავალებას.

              ჟიურიმ შეაფასა ნამუშევრები და გამოავლინა I, II და III ადგილზე გასული გამარჯვებული მონაწილეები კალიგრაფიის კონკურსში.ისინი დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებითა და სერტიფიკატებით.კონკურსის პირველ ტურში მონაწილეობა მიიღო IV-XI კლასის მოსწავლეებმა.კონკურსის მიზანი იყო ქართული კალიგრაფიის კულტურისა და მონაწილეთა შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.

            • სააღდგომო საჩუქარი

            • ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის გიმნაზიაში დღეს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით გიმნაზიის მოსწავლეებსა და ყველა თანამშრომელს გადაეცათ მეუფის სააღდგომო საჩუქარი.

              ვმადლობთ მეუფე დიმიტრის სიყვარულისა და მზრუნველობისთვის, რასაც ყოველთვის გამოხატავს ჩვენი გიმნაზიის მიმართ.

            • ქრისტე აღდგა!

            • აღდგომა უმთავრესი დღესასწაულია თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის. ეს დღე სიკვდილზე სიცოცხლით გამარჯვების სიმბოლოა. იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომამ ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან იხსნა.

              გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

              ქრისტე აღდგა!

              ჭეშმარიტად აღდგა!

            • გილოცავთ ბზობის დღესასწაულს!

            • გილოცავთ ბზობის დღესასწაულს!მაცხოვრის დიდებით შესვლას იერუსალიმში,უფალმა დაგვლოცოს და გაგვაძლიეროს!ბზობა, (ბაიაობა) — ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაულია. იგი მოძრავია და აღინიშნება აღდგომის წინა კვირა დღეს. ქრისტიანული კულტის მსახურებაში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა (საწყისს იღებს ძველი ებრაული დღესასწაულიდან). მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარების მოთხრობაზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესვლის ამბავი. იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი პალმის ტოტებს — ბაიას უფენდა, თან „ოსანას“ შესძახოდნენ. ბზობის რიტუალი სიმბოლურად იმეორებს სახარების ამ მოთხრობის ზოგიერთ დეტალს; მღვდელმსახურნი მლოცველთა მიერ მიტანილ ტოტებს აკურთხებენ, გალობენ „ოსანას“ და სხვა. ბევრ ქვეყანაში პალმის მაგივრობას ბზა ასრულებს.