• სიახლეები

            • სკოლის შიდა სასკოლო ტურნირი მინი ფეხბურში VII -XII კლასები

            • ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლაში ჩატარდა შიდა სასკოლო ტურნირი მინი ფეხბურში VII -XII კლასებს შორის . 25 იანვარს ჩატარდა ნახევარფინალური და ფინალური ეტაპები. გამოვლინდნენ გამარჯვებულები ,რომელთაც გადაეცათ მედლები, სიგელები და სიმბოლური თასები . გამარჯვებული გუნდის წევრები : 1. ლუკა გორგილაძე 2.გიგა მაჭუტაძე 3.ნიკა მაჭუტაძე 4. საბა ფალავანდიშვილი 5.დაჩი აბუსერიძე 6. ლუკა თავდგირიძე ტურნირის საუკეთესო მოთამაშეები გახდნენ : 1.ნიკოლოზ ბოლქვაძე-საუკეთესო მეკარე ( XI კლასი) 2. ლუკა გორგილაძე-ბომბარდირი (XI კლასი) 3. საბა მამულაძე-საუკეთესო მოთამაშე (VIII კლასი ) მოზარდისთვის სპორტი გარდა ჯანმრთელობისა არის მეგობრების შეძენის, თანატოლებთან ურთიერთობებისა და ჯგუფურ აქტივობებში ჩართვის საუკეთესო შესაძლებლობა.

              შეყვანა

              You sent

               

               

               

               

            • გილოცავთ უდიდეს საუფლო დღესსწაულს ნათლისღებას.

            •  

              ნათლისღება – ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანიაში სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის.

              მაცხოვარმა თვითონ კი არ მიიღო სიწმიდე ან, როგორც უცოდველი, განწმედას კი არ საჭიროებდა, არამედ ნათელიღო ჩვენი შეწევნისათვის, შემუსრა ეშმაკი და განწმედილი წყლით ჩვენი უსჯულოება განბანა.

              ამ დღეს ღვთის განცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად სამება – ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა : „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”.

            • გილოცავთ შობას იესო ქრისტესი!!!

            • ხორციელი შობა იესო ქრისტესი - (7 იანვარი ახ. სტ., 25 დეკემბერი ძვ.სტ.) - ქრისტეს შობის წინ რომის იმპერატორმა ავგუსტომ გამოაცხადა მოსახლეობის ღწერა. ყველა იმ ქალაქში ან სოფელში უნდა წასულიყო, სადაც მისი წინაპრები ცხოვრობდნენ. იოსებიც და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელიც ორივე დავით მეფის შთამომავალნი იყვნენ და ამიტომ იერუსალიმის ბეთლემში წავიდნენ, სადაც ცხოვრობდა დავით წინასწარმეტყველი.მართალმა იოსებმა მარიამი შესვა სახედარზე და გაუდგა გზას იერუსალიმის ბეთლემისაკენ.ბეთლემამდე ვერ მიაღწიეს. სოფლის ახლოს ასტკივდა მუცელი წმ. მარიამს და იოსებმა გამოქვაბულს შეაფარა იგი, რადგანაც სასტუმროებში ადგილი არ აღმოჩნდა მათთვის. ქრისტეს შობის დროს მთელი გამოქვაბული მოიცვა უჩვეულო ნათელმა. როცა იგი გაფერმკრთალდა, გამოჩნდა ყრმა, რომელიც უკვე ძუძუს სწოვდა.გამოქვაბულს, რომელშიც იშვა ქრისტე, სამეფო მწყემსები საქონლის სადგომად იყენებდნენ ხოლმე და ამიტომ მას გომურადაც მოიხსენიებდნენ. გომურიდან ნახევარი საათის სავალ მანძილზე ყოფილა ძელი, რომლის სიახლოვეს ერთ დროს მამის ფარას მწყემსავდა დავით მეფსალმუნე. ქრისტეს შობისას სწორედ ამ ადგილას იყვნენ მწყემსები და ღამით თავიანთ ფარას დარაჯობდნენ. და აჰა, უფლის ანგელოზი გამოეცხადა მათ და უთხრა: „ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა ესერა გახარებთ თქვენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა. რამეთუ იშვა დღეს თქუნდა მაცხოვარი, რომელი არის ქრისტე უფალი, ქალაქსა დავითისასა, და ესე იყოს თქუენდა სასწაულად: ჰპოვოთ ყრმაჲ იგი შეხუეული და მწოლიარე ბაგასა“. მეყსეულად გაჩნდა ანგელოზთან ციურ მოლაშქრეთა ჯარიც, რომელნიც ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: „დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქვეყანასა ზედა მშვიდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ“. როცა ანგელოზები ზეცად ამაღლდნენ, მწყემსებმა ბეთლემს მიაშურეს და იხილეს მარიამი, იოსები და ყრმა იესო, ბაგაში მწოლიარე.კაცობრიობის ისტორიაში მაცხოვრის შობა უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რადგანაც მეორე საუკუნის წმ. ირინეოს ლიონელის მიხედვით, „ღმერთი განკაცდა, რათა ჩვენ ღმერთ ვიქმნეთ“, ხოლო წმ. პავლე მოციქული დაამატებს, რომ ღმერთი დამდაბლდა ადამიანამდე, ანუ ზეცა დაეშვა დედამიწაზე, ადამიანმა ზეცად ასვლა რომ შეძლოს.