ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის გიმნაზია გაგიზიარებთ სიხარულს.
წარმატებული გიმნაზიელი, რომელმაც ოქროს მედალზე დაამთავრა გიმნაზია - მართა გახარია, ჩაირიცხა ბულგარეთის ამერიკულ უნივერსიტეტში (American University in Bulgaria), მონაცემთა მეცნიერებისა(Data science) და სახვითი ხელოვნების (fine arts) ფაკულტეტზე, უნივერსიტეტის შიდა და დამატებითი შავი ზღვის საერთაშორისო ორგანიზაციის სრული დაფინანსებით.
AUBG არის ამერიკული უნივერსიტეტი ცენტრალურ ევროპაში რომელიც გამოირჩევა სწავლა-განათლების განსაკუთრებული ხარისხითა და სტუდენტებზე მორგებული გარემოთი, რომელიც გასცემს როგორც ამერიკულ ასევე ევროპულ დიპლომს.
ვულოცავთ მართას ამ მნიშვნელოვან წარმატებას.
ასევე ვუხდით დიდ მადლობას ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგნელებს, მართას გადაეცა ფულადი ჯილდო 3000 ლარი.