• სიახლეები

            • e-Twinning «კეთილდღეობის მოგზაურობა ფასეულობების კვალდაკვალ»

            • ჩვენი გიმნაზიის მასწავლებელი მაკა კალანდაძე და 6 მოსწავლე მართა ლაზიშვილი, მარიამ პროხოროვა, გიორგი ჯიჯავაძე, ელენე ქარცივაძე, მაგდა დუმბაძე და ზაური კალანდაძე მონაწილეობს ევროპული სკოლის განათლების პლატფორმა e-Twinning პროექტში სახელწოდებით «კეთილდღეობის მოგზაურობა ფასეულობების კვალდაკვალ».მასში მონაწილებოს 9 ქვეყანა და 21 სკოლა.

              პროექტის მიზანია გამოიკვლიოს ღირებულებები, რომლებიც ხელმძღვანელობენ ჩვენს ცხოვრებას და როგორ მოქმედებს ისინი ჩვენს კეთილდღეობაზე. ეს კონკრეტული პროგრამა მოიცავს მოსწავლეებს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, მოსაზრებებს და რეფლექსიას ღირებულებებთან და კეთილდღეობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემებზე. ამავდროულად, პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეებს კრეატიულობის, კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარების განვითარებაში.

               

            • მსოფლიო Scratch კოდირების კონკურსი 2024

            • გიმნაზიის მე-6 კლასის მოსწავლე გაბრიელ ჯიჯავაძე მონაწილეობდა მსოფლიო საბავშვო Scratch კოდირების საერთაშორისო კონკურსში ტექნოლოგიის საგანთან მიმართებაში- პედაგოგი მაკა კალანდაძე.

              კონკურსში მონაწილეობდა 52 ქვეყანა და 917 მონაწილე.

              გაბრიელმა შექმნა თამაში თვითმფრინავების შესახებ და მოიპოვა სერტიფიკატი.

              ვულოცავთ და იმედს ვიტოვებთ ბევრი წარმატებული პროექტების ავტორი იქნება მომავალშიც.

            • მეუფე დიმიტრის იუბილე

            • ჩვენი ეპარქიის სულიერ წინამძღოლს, მეუფე დიმიტრის ვულოცავთ დაბადების დღეს!ვუსურვებთ ჯანმრთელობასა და დიდხანს მეუფებას, ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.უფალმა დალოცოს და გააძლიეროს!

            • 2021-22 სასწავლო წლის ოქროს მედალოსანი

            • გიმნაზიის 2021- 22 სასწავლო წლის კურსდამთავრებულს ნინო ათაბაძეს გადაეცა კუთვნილი ჯილდო განათლების სამინისტროდან, ოქროს მედალი.

              კიდევ ერთხელ ვულოცავთ ნინოს ამ ჯილდოს, ის არის კავკასიის უნივერსიტეტის მე-2 კურსის სტუდენტი, გრანტოსანი და კვლავ ამართლებს მისი წარმატებით გიმნაზიის იმედს.

            • ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მე-3 ტურში გამრჯვებული

            • გიმნაზიის პედაგოგები და დირექცია ულოცავს ჩვენი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეს გვანცა ლაზიშვილს საქართველოს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში გადასვლას, საგანი - ისტორია.

              წარმატებები გვანცას და კვლავაც გაემართლებინოს გიმნაზიის იმედი.

            • კიკბოქსის ირანის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული

            • გიმნაზიის მე-11 კლასის მოსწავლე @საბა ზოიძე მონაწილეობდა კიკბოქსის ირანის საერთაშორისო ტურნირში k1 ის წესებით.

              საბამ მოიპოვა საჩემპიონო ქამარი და გახდა ტურნირის გამარჯვებული.

              ვულოცავთ მას ამ გამარჯვებას და უამრავ წარმატებას ვუსურვებთ მომავალში.