ა(ა)იპ ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზია
  	<description>სიახლეები</description>
  	<language>ge</language>
"ბოლო ზარი "
    		<description>22 მაისი გიმნაზიაში განსაკუთრებული დღე იყო — დაირეკა ბოლო ზარი მე-12 კლასელებისთვის. დერეფნები სავსეა სიხარულით, ოდნავი სევდით და უამრავი მოგონებით. მოსწავლეები, რომლებიც წლების განმავლობაში ერთად იზრდებოდნენ, სწავლობდნენ და ოცნებობდნენ, დღეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადიან.
ღონისძიებაზე მე-12 კლასელები დალოცა სკოლის დირექტორმა დეკანოზმა დანიელმა. მისმა გულწრფელმა სიტყვებმა და დალოცვამ განსაკუთრებული სითბო და ძალა შესძინა ამ მნიშვნელოვან დღეს. დააჯილდოვა წარჩინებული მოსწავლეები თათია თურმანიძე ორქის მედლით და სიგელით, გვანცა აბუსელიძე ვერცხლის მედლით და სიგელით, ასევე მე-12 კლასისი მოსწავლეებს გადასცა სიმბოლურად გიმნაზიის სიგელები. 
შიო III-ის აღსაყდრება
    		<description>„ჩაქვის სასულიერო გიმნაზია ულოცავს სრულიად საქართველოს ახლადაღსაყდრებული კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, შიო III-ის აღსაყდრებას!სიმბოლურია, რომ ეს ისტორიული მოვლენა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლისა და ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულს დაემთხვა. ვუსურვებთ ჩვენს ახალ მწყემსმთავარს ღვთის შეწევნას, მხნეობასა და დღეგრძელობას ერის საკეთილდღეოდ. მრავალჟამიერ იყოს მისი მამამთავრობა!“
30 აპრილი საქართველოში ბიბლიოთეკარის დღე 
    		<description>30 აპრილს საქართველოში ბიბლიოთეკარის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით დირექტორმა დეკანოზი დანიელი და დირექტორის მოადგილემ სასწავლო ნაწილის დარგში Juli Kakabadze გიმნაზიის ბიბლიოთეკარს გადასცეს სერტიფიკატი "პროფესიული ერთგულებისთვის".
ამ მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნავად, ჩვენი გიმნაზიის მე-9 კლასის მოსწავლეებმა და დამრიგებელმა მაკა კალანდაძემ, რომლებსაც საკუთარი პატარა ბიბლიოთეკა აქვთ შექმნილი, გადაწყვიტეს ინტერვიუ ჩაეწერათ ადამიანთან, რომელიც წლების განმავლობაში ზრუნავს სკოლის ბიბლიოთეკაზე, წიგნებზე და მკითხველებზე — რუსუდან დავითაძესთან.
 „კინგსის ოლიმპიადა“
    		<description>ჩვენი სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ „კინგსის ოლიმპიადის“ როგორც ლიგის, ასევე შემოდგომის ტურში რამდენიმე საგანში. მათ ღირსეულად წარმოაჩინეს საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები, დაიმსახურეს მედლები და სერთიფიკატები.  მოსწავლეები დაჯილდოვდნენ ოლიმპიადის წარმომადგენლის მიერ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ შრომასა და მიღწევებს. ვულოცავთ ჩვენს წარმატებულ მოსწავლეებს და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს მომავალში!
 2
გილოცავთ დედაენის დღეს 14 აპრილს!
    		<description>გილოცავთ დედაენის დღეს 14 აპრილს!
“სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას? …..სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას…. ენა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს…” წმ. ილია მართალი (ჭავჭავაძე).
ჩვენი პატრიარქის ილია მე-2ის სიტყვები: ,,ქართული ენა არის ღრმა,უნაპირო,ბრძენი, თავმდაბალი და მიუწვდომელი ,ვითარცა გონება და სიყვარული,მასშია მთელი საქართველო...ზეცაა მისი საწყისი ,უფალია მისი მშობელი და მფარველი“ ჩვენი აღსაზრდელების სავიზიტო ბარათად უნდა იქცეს..
ქრისტე აღდგა!
    		<description>ქრისტე აღდგა!
ჭეშმარიტად აღდგა !
გილოცავთ მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
ეს უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული უკავშირდება სიკეთის გამარჯვებას ბოროტებაზე, სიცოცხლის ზეიმს სიკვდილზე და უკეთესი მომავლის რწმენას.
შვიდ გზის ზეთისცხება
    		<description>გიმნაზიაში შვიდ გზის ზეთისცხება აღესრულა. 
მსახურება ჩაატარა სკოლის დირექტორმა დეკანოზმა დანიელმა და სკოლის მოძღვარმა დეკანოზმა ეფრემმა. 
შვიდგზის ზეთისცხება შვიდი საიდუმლოდან ერთ-ერთია და ყოველთვის დიდ მარხვაში ტარდება. მართლმადიდებელ ქრისტიანს შვიდჯერ ეცხება წითელ ღვინოში არეული ზეთი მღვდლების მიერ.
მრავალგზის იკითხება სახარება და ლოცვები სნეულთათვის. ეს ყველაფერი ქრისტიანის სულისა და ხორცის განკურნებისთვის სრულდება.
 22
 მეუფე დიმიტრის დაბადების დღე!
    		<description>მაღალ ყოვლად უსამღვდელოეს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტს, მეუფე დიმიტრის ვულოცავთ დაბადების დღეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას და უფლის წყალობას ჩვენი ერისა და დედაეკლესიის საკეთილდღეოდ! 
ქობულეთის მუზეუმთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
    		<description>დავით აღმაშენებლის კვირეულთან დაკავშირებით ჩაქვის კეთილმორწმუნე მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-გიმნაზიის X და XI კლასის მოსწავლეებმა კონფერენცია გამართეს ქობულეთის მუზეუმში, თემა შეეხებოდა დავით აღმაშენებლის მოღვაწეობას და როლს საქართვლოს ისტორიაში.
კონფერენციის დასასრულს ჩაქვის სასულიერო გიმნაზიასა და ქობულეთის მუზეუმს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
 5
მადლობის სიგელი
    		<description>„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“
გიმნაზიას გადმოეცა მადლობის სიგელი:
"საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელ ასოციაციისგან" წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს მონაწილეობისა და აქტიური ჩარტულობისათვის"
საინტერესო კვირეული იყო მრავალხმრივ, მთელი კვირის გამნავლობაში სხვადასხვა კლასებში მიმდინარეობდა საკლასო ღონისძიებები, მოსწავლეები წარადგენდნენ მათი საყვარელი წიგნებიდან ჩანახატებს, კითხულობდნენ საინტერესო წიგნებს და უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს. აქვე წარმოგიდგენთ ბმულებს სადაც შეგიძლიათ ნახოთ თითოეული შეხვედრა. კვირეულში მონაწილეობდნენ პედაგოგები ჯულიეტა კაკაბაძე, ნათია ბერიძე, მაკა კალანდაძე, მარიამ სიხარულიძე, თამარ რობაქიძე, ანა ლამპარაძე.
"იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!"
    		<description>"იკითხე ხმამაღლა,შეცვალე მსოფლიო!"-ეს გახლდათ მთავარი დევიზი, რაც გამოარჩევდა ორი სკოლის -ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიისა და ბუკნარის საჯარო სკოლის VII-VIII კლასის მოსწავლეთა შორის გამართულ შეხვედრას, რომელიც საინტერესო და მრავლისმთქმელი აქტივობებით იყო დატვირთული.მოსწავლეებმა წინასწარ დაამზადეს ხელნაკეთი წიგნები, რომელშიც ერთმანეთს გაუზიარეს მიღებული შთაბეჭდილებები. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები და სკოლებს შორის ხელი მოეწერა ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს.მადლობა გიმნაზიის დირექტორს დეკანოზ დანიელს მხარდაჭერისთვის, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგეგებს საინტერესო ღონისძიებისთვის ჯულიეტა კაკაბაძესა და ანა ლამპარაძეს, ასევე თითოეულ პედაგოგს ამ შეხვედრის გალამაზებისათვის.
2025-2026 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შეჯამება
    		<description>29 დეკემბერს 2025-2026 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შეჯამება მოხდა პედაგოგიურ საბჭოზე. სასწავლო წლისა და მიმდინარე სემესტრის ანგარიში წარადგინა სკოლის დირექტორმა დეკანოზმა დანიელმა. 
სასწავლო წელი მიმდინარეობდა სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად. სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამები, რომელიც  დაგეგმილიიყო აღნიშნულ სასწავლო წელს, შესრულდა და საკმაოდ წარმატებითაც დასრულდა. შემუშავებულ იქნა შიდა სასკოლო პროექტები,  ეს პროექტები იყო როგორც საგნობრივი და ჯგუფური სახის, ასევე ინტეგრირებული. ასეთი სახის მუშაობამ გამოიწვია მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდა. სკოლა აქტიურად ჩაერთო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში.შემუშავდა სასკოლოსასწავლო გეგმა მოსწავლის შესაძლებლობების, მიზნებისა და მიდრეკილებების გათვალისწინებით.სასკოლო სასწავლო გეგმა შეესაბამებოდა ეროვნულ სასწავლო გეგმას და გამომდინარეობდა ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებიდან. ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელებული ცვლილებები ასახულ იქნა სკოლის სასკოლო სასწავლო  გეგმაში. სკოლამ კანონმდებლობით დადგენილი წესით აირჩია დისციპლინური კომიტეტი, რომელშიც თანაბარი რაოდენობით შედიან  მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე.  ეს კიდევ ერთხელ  ხაზს უსვამს, იმ ფაქტს, რომ მშობლები, მასწავლებლები და მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სასკოლო სასწავლო პროცესში.
ვებინარი თემაზე--„დისკრიმინაცია სკოლაში, ბულინგი, კიბერბულინგი“
    		<description>გიმნაზიის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა მიმდინარე წლის 10 დეკემბერს ჩაატარეს ვებინარი თემაზე--„დისკრიმინაცია სკოლაში, ბულინგი, კიბერბულინგი“.პროექტზე იმუშავა უშუალოდ თვითმმართველობის თითოეულმა წევრმა.პრეზენტაცია მთლიანად მორგებული იყო მეხუთე--მერვე კლასის ჩათვლით ბავშვებისთვის. ვინაიდან,ამ ბავშვების ასაკიდან იწყება ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები. ვებინარზე გვესწრებოდა ასევე გიმნაზიის დირექტორი-დეკანოზი დანიელ სოლომონიძე და სკოლის პედაგოგები.
 9
"ქართული ქართველთ რწმენაა"
    		<description>"ქართული ქართველთ რწმენაა"---IX და X კლასში ქართული ლიტერატურისა და საღვთო სჯულის ინტეგრირებულ ლექცია-გაკვეთილზე მსჯელობა-არგუმენტირებით მოსწავლეებმა შეფასეს აბო თბილელისა და გაბრიელ ეპისკოპოსის რწმენა, ერთგულება, თავგანწირვა და სიყვარული როგორც ქრისტიანული კეთილდღეობის მაგალითი.
ინტეგრირებული ლექცია - გაკვეთილი ჩაატარეს საღვთო სჯულის პედაგოგებმა : დეკანოზი დანიელ სოლომონიძემ და ხათუნა მიმინოშვილმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ჯული კაკაბაძემ. 
გიმნაზიის დირექტორის დეკანოზი დანიელ სოლომონიძის " ბლიც ინტერვიუ"
მადლობის დიპლომი 
    		<description>წარმატებული თანამშრომლობისა და სკოლის პოზიტიური საგანმანათლებლო საქმიანობის წარმოჩენის აღსანიშნავად, Etaloni.ge-ს გუნდი
მადლობას გიხდით ჩართულობისა და თანამოაზრეობისათვის.
იმედი გვაქვს, 2026 წელსაც უწყვეტად გაგრძელდება საგანმანათლებლო აქტივობების საქვეყნო წარმოჩენის საქმეში თქვენი და თქვენი სკოლის აქტიური ჩართულობა.
გილოცავთ გიორგობას!
23 ნოემბერს, მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს. გიორგობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება, 6 მაისს ეკლესია წმინდანის აღსრულების დღეს აღნიშნავს, 23 ნოემბერს კი– ბორბალზე წამების დღეს. დღევანდელ დღეს, გიორგობა მხოლოდ საქართველოში აღინიშნება.
იაკობ  გოგებაშვილი
    		<description>იაკობ გოგებაშვილის კვირეულის ფარგლებში IV კლასს ვესტუმეთ, სადაც მოსწავლეებმა ჯგუფურად იმუშავეს და შექმნეს საინფორმაციო პროექტები, ბუკლეტები და ილუსტრირებული წიგნები.პროექტორის საშუალებით ვუყურეთ იაკობ გოგებაშვილის შესახებ შემეცნებით მასალას, რაც ბავშვებისთვის განსაკუთრებით საინტერესო და ამაღელვებელი იყო.მოსწავლეებმა პრეზენტაციებით გაგვიზიარეს ინფორმაცია იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.გაკვეთილი შთაბეჭდილებებითა და ემოციებით სავსე გამოვიდა. 
 13
"მადლობა იაკობს"
    		<description>მეორე - მესამე კლასის მოსწავლეები
აქტიურად იყვნენ ჩართული იაკობ გოგებაშვილის კვირეულში, ერთხელ კიდევ იმოგზაურეს იაკობისა და დედაენის სამყაროში, პატარები კვირეულის ფარგლებში ეცნობოდნენ და იხსენებდნენ იაკობსა და მის უკვდავ დედა ენას, მეორე კლასის მოსწავლეებმა შემაჯამებელი გაკვეთილისთვის მოამზადეს ლექსები, ჩანახატები, დაუწერეს იაკობს მადლობის წერილები, მოამზადეს აფიშები, თავიანთი ,,ტკბილი ენითა და ხელით" ასე გაალამაზებს კვირეულის დასკვნითი დღე
მესამე კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ პროექტ-გაკვეთილი ,,მადლობა იაკობ" გაკვეთილზე ბავშვები მუშაობდნენ ჯგუფურად იაკობის მოთხრობებზე, მათ საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს, გაკვეთილის ბოლოს კი ხელნაკეთი წიგნები აჩვენეს მოწვეულ სტუმრებს..
"შეხვედრა ანბანთან "
    		<description>კვლავ გრძელდება იაკობ გოგებაშვილის კვირეულისადმი მიძღვნილი დღესასწაული:
დღეს პირველ კლასელთა "შეხვედრა ანბანთან " საინტერესო აქტივობისა და დიდი ზეიმის დღედ იქცა.
ბავშვებისთვის საწყის ეტაპზე წერა- კითხვასთან ზიარება თავგადასავლებით მდიდარი დროა.
მათი ცხოვრების ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ სწავლა იყოს სახალისო და მრავალფეროვანი.
დამრიგებელმა მარიამ სიხარულიძემ საჩვენებელი გაკვეთილი გამართა, სადაც მოსწავლეთა შესაძლებლობები სხვადასხვა ტიპის აქტივობებით წარმოაჩინა.
 https://www.facebook.com/shar
იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეული
    		<description>იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ამჟამად მე-2 ბ კლასს ვესტუმრეთ.
სადაც იაკობ გოგობაშვილის იუბილესთან დაკავშირებით ისაუბრეს მის მოღვაწეობაზე, იაკობის ღვაწლზე ქართულ ლიტერატურაში.
ჩამოთვალეს მათთვის ნაცნობი გოგობაშვილის მოთხრობის პერსონაჟები.
მიწერეს მადლობის წერილი გოგებაშვილს.
პედაგოგი #თამარრობაქიძე
 6
27 ოქტომბერი, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა!
გიმნაზიაში დაიგეგმა აქტივობებით სავსე კვირეული.
პირველი აქტივობა:
კალიგრაფიის მასტერკლასი იაკობ გოგებაშვილის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა..
იაკობმა მადლიანი ანბანით გვაზიარა ცოდნის სამყაროს, შეგვაძლებინა ქართული ანბანით გაგვეკვალა გზა, ანბანი ხომ უჩინრად ამაგრებს იმას, რაზეც მთელი ერის სული დგას...იაკობის ანბანი ჩვენი აზროვნების, რწმენისა და სიბრძნის იარაღად იქცა, ამიტომაც გადავწყვიტეთ პატარებს ადრიდანვე გაეთვიცნობიერებინათ მისი მნიშვნელობა, ამ აქტივობის მიზანიც სწორედ ეს იყო ..
 11
5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა!
    		<description>5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა!
გ ი ლ ო ც ა ვ თ !
მადლობა გიმნაზიის თითოეულ პედაგოგს დაუღალავი შრომისათვის, სიყვარულისათვის, დაე მრავალი თაობა აგღეზარდოთ ღირსეულად!
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, დამსახურებულ პედაგოგთა დაჯილდოება გაიმართა.
მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მადლობის სიგელი გადაეცა ჩვენი გიმნაზიის მასწავლებელს გულნარა მაისაიას.
14 სექტემბერი ახალი სასწავლო წელი 
    		<description>გიმნაზიამ ტრადიციისამებრ 14 სექტემბერს განაახლა სასწავლო პროცესი, ეს დღე დღესასწაულია ყველა მოსწავლისთვის, განსაკუთრებით პირველი კლასელებისთვის, როცა პირველად შეაბიჯებ ცოდნის სამყაროში.
სკოლის დირექტორმა დეკანოზმა დანიელმა დალოცა თითოეული გიმნაზიელი, ჩაატარა სადღესასწაულო პარაკლისი, წარჩინებულ მოსწავლეებს გადასცა სამახსოვრო სიგელები და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა. 
14 სექტემბერი (ახ. სტ.) - დაწყება ინდიქტიონისა ანუ საეკლესიო ახალი წლისა.
🕊ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედო, ჟამთა და წელთა თვისითა ხელმწიფებითა დამსხმელო, აკურთხე გვირგვინი ამის წელიწდისა სიტკბოებითა შენითა უფალო.
„სკოლაში ჯანსაღ და კრეატიულ გარემოს ჩვენი გუნდის საერთო მიზანი ქმნის“- ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორი 
 https://www.etaloni.ge/geo/main/index/119056
2023-2024 კურსდამთავრებულების დაჯილდოება 
    		<description>გიმნაზიის 2023-24 წლის კურს დამთავრებულ ოქროს მედალოსნებს: ხატია გორგილაძეს, ნია აბუსერიძეს და გვანცა ლაზიშვილს გიმნაზიის დირექტორმა დეკანოზმა დანიელმა გადასცა "ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის წარჩინებით დაასრულების" დამადასტურებელი ოქროს მედალი და სერტიფიკატი სკოლა ულოცავს მათ ამ დამსახურებულ ჯილდოს და მომავალშიც წარემატებებს უსურვებს მათ!
ჩვენი სტუდენტები 
    		<description>გიმნაზიის კურსდამთავრებულებს სიყვარულითა და სიამაყით ვულოცავთ სტუდენტობას. ორმა კურსდამთავრებულმა მაგდა დუმბაძემ და თათია კონცელიძემ 50%-ნი გრანტი მოიპოვა, რითაც ძალიან ამაყები ვართ. მაგდა დუმბაძე, ანა ბერიძე, ანა ველიაძე, ანუკი დუმბაძე, ლიზი იმნაძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;თათია კონცელიძე - ალტე უნივერსიტეტი;ვანო ფალავანდიშვილი, საბა ზოიძე - საზღვაო აკადემია;ანრი ათაბაძე - ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტი;გვახარებს მათი წარმატება და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტობას ვუსურვებთ. 
კონფერენცია ვიზუალურ პროგრამირება- Schratch-ში, თემა "ვეფხისტყაოსანი"
    		<description>30 ივნისს ჩატარდა მოსწავლეთა კონფერენცია ვიზუალურ პროგრამირებაში!
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს IV-VI კლასის შერჩეულმა მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა, რომლებმაც წარმოადგინეს Schratch-ის პროგრამირების გარემოში შექმნილი უნიკალური და კრეატიული ნამუშევრები.
კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობდა ჩვენი გიმნაზიის მე-6 კლასის მოსწავლე გიორგი უგრეხელიძე და კომპიუტერული ტექნოლოგიის პედაგოგი მაკა კალანდაძე .
წლევანდელი კონფერენციის თემა "ვეფხისტყაოსანი" იყო, სადაც მონაწილეებმა თავიანთი ციფრული პროექტებით განსხვავებული თვალით გვაჩვენეს პოემის სამყარო.
მხიარული სტარტები 
დღეს ჟრიამულით იყო სავსე გიმნაზიის ეზო,  სპორტის პედაგოგმა და მეორე კლასის დამრიგებელმა ხათუნა მამულაიშვილმა ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით  მეორეკლასში ჩაატარეს სპორტული შეჯიბრი „მხიარული სტარტები“ მშობლებთან ერთად.  მოსწავლეები რამდენიმე კვირის განმავლობაში სპორტის გაკვთილებზე ემზადებოდენენ აღნიშნული შეჯიბრისთვის და მოუთმენლად ელოდნენ ამ დღეს.
აქტივობამ ძალიან ხალისიანად ჩაიარა. პატარების მონდომება და ემოციები გადამდები იყო დამსწრე პირებისთვის და ჟიურის წევრებისთვის.
შეჯიბრი ფრედ დამთავრდა, გაიმარჯვა მეგობრობამ და ყველა მონაწილე წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა სიგელით.
იმიტირებული სასამართლო "სარჩობელაზედ"
    		<description>როგორც დიდი ილია ამბობდა:"ჩვენ პირთან საქმე არა გვაქვს,ჩვენ საზოგადო ჭირზედა ვწერთ და მიზეზი კეთილის ცუდად ახდენისა ჩვენი გულგრილობა და განთვითოეულება არის,რომელიც იყო,არის და სამწუხაროდ,მომავალშიც იქნება და წამალი ამ მიზეზის მოსპობისა მხოლოდ ერთია--ურთიერთთან კავშირი და ურთიერთობისთვის გულმტკივნეულობა"...
სწორედ ასე დაინახეს გიმნაზიის მე-9 კლასის მოსწავლეებმა სოციალური უთანასწორობა "სარჩობელაზედ" მიხედვით,გაითავისეს თითოეული როლი და სცენაზე წარმოგვიდგინეს იმიტირებული სასამართლო...
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ჯული კაკაბაძე ყოველთვის ცდილობს მოსწავლეებს დაანახოს თითოეული ნაწარმოების საჭიროება ყოფით ცხოვრებაში, ისწავლონ სწორად შეძლონ ადამიანების შეფასება, დაფასება და მართალი გზით ცხოვრება. არაერთხელ გააცოცხლა მოსწავლეების დახმარებით სხვადასხვა ნაწარმოების გმირები. მადლობას მას დაუღალავი შრომისთვის.
დეკანოზი დანიელის იუბილე 
    		<description>ჩვენი გიმნაზიის დირექტორს დეკანოზ დანიელს, ვულოცავთ იუბილეს. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და წარმატებას თქვენს საქმიანობაში. დაე, უფალმა დაგლოცოთ და დაგიცვათ, და მოგცეთ ძალა და სიბრძნე, რომ გააგრძელოთ თქვენი მნიშვნელოვანი მისია.მადლობას გიხდით ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ ჩვენი გიმნაზიისთვის. გისურვებთ, რომ ეს დღე სავსე იყოს სიხარულითა და სიყვარულით. 
🌟🌟🌟ყველა ფერი მთავარია!🌟🌟🌟 
5 ივნისს სტუდია "მზის სხივების" ნორჩმა მხატვრებმა და ხელმძღვანელმა თამუნა სარჯველაძემ გიმნაზიის ეზოში წარმოგვიდგინეს შემაჯამებელი გამოფენა.
გამოფენა სავსე იყო ფერებით ,სიხარულით და დადებითი ემოციებით
საოცარი ნახატები ვიხილეთ, იყო უამრავი ემოცია, მხიარულება, ფერადი ცარცებით გაგვიფერადეს გიმნაზიის ეზო.
ვნახეთ თუ როგორ ფანტაზია, ხედვის უნარი აქვს თითოეულ მოსწავლეს .
მადლობა რომ ულამაზებთ და აძლევთ მომავალ თაობას საშუალებას ლამაზ ფერებში დაინახონ სამყარო.
“ეს საქართველოა -ჩვენი მომავალი “
    		<description>“ეს საქართველოა -ჩვენი მომავალი “
ჩვენმა პატარებმა დაასრულეს პირველი კლასი და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი” მიძღვნილი ღონისძიებით დაგვემშვიდობნენ მომავალ წლამდე.
ღონისძიება სავსე იყო სიხარულითა და პატივისცემით. ბავშვებმა მთელი გულით მოამზადეს თავიანთი გამოსვლები, რათა გამოხატონ სიყვარული და პატივისცემა სამშობლოს მიმართ.
მათ წარადგინეს სხვადასხვა ნომრები - სიმღერები, აქტიურად იყვნენ მშობლები ჩართულო ღონისძიებაში რომლებიც საქართველოს ისტორიასა და კულტურას შეეხებოდა.
სკოლის დირექტორმა, დეკანოზმა დანიელმა დალოცა თითოეული მოსწავლე, წინსვალა და წარმატება უსურვა მათ.
ქრისტე აღდგა!
    		<description>გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ქრისტე აღდგა!
ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა უდიდესი საუფლო დღესასწაულია. სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღესასწაული. დღე, რომელიც ჩვენთვის განსაკუთრებულია, ყველაზე დიდი სიხარულის და იმედის მომტანია.
გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიძლიერეს!
ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!
ინტერაქტიული საგანმანათლებლო ვორკშოპი – „მეწარმეობის ესკეიპ რუმი“
    		<description>20 მარტს ბათუმის ტექნოპარკში ინტერაქტიული საგანმანათლებლო ვორკშოპი – „მეწარმეობის ესკეიპ რუმი“ ჩატარსა, რომელიც მიზნად ისახავს სამეწარმეო აზროვნების განვითარებას, გუნდური მუშაობისა და პრობლემების გადაჭრის უნარების გაძლიერებას. პროექტი განხორციელდა კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ინიციატივით და ბათუმის ტექნოპარკის მხარდაჭერით 🚀 პროექტში მონაწილეობა მიიღო ჩვენი გიმნაზიის მე-10 კლასის მოსწავლეების გუნდმა: მარიამ ლამპარაძე, ნატალი ცენტერაძე, ნინი არძენაძე, ელიზა ქარცივაძე და ანანო იმნაძე და გადაეცათ სამახსოვრო სერტიფიკატები .
ჩემპიონები ძალოსნობაში 
    		<description>აჭარის პირველობა ძალოსნობაში 17 წლამდე 102 წონით კატეგორიაში პირველი საპრიზო ადგილზე გავიდა ჩვენი გიმნაზიის მე-8 კლასის მოსწავლე საბა ყურშუბაძე .
ხოლო 67 წონით კატეგორიაში მოსწავლემ ლაშა დუმბაძე მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა.
გილოცავთ და უამრავ წარმატებას გისურვებთ.
დაჯილდოება
    		<description>2025 წლის 16 თებერვალს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ მისი უწმინდესობის სრულიად საქართვლოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II - ის ლოცვა -კურთხევით ეკლესიისა და სამშობლოს წინაშე ერთგულებით მსახურების გამო ჩვენი გიმნაზიის დირექტორი დეკანოზი დანიელ სოლომონიძე დააჯილდოვა გამშვენებული ჯვრით. ასევე ეკლესიისა და სამშობლოს წინაშე ერთგულებით მსახურების გამო ჩვენი გიმნაზიის მოძღვარი დეკანოზი ეფრემ ალელიშვილი დააჯილდოვდა მიტრით. ვულოცავთ ჩვენს ძვირფას მოძღვრებს დიდი სიყვარულით. 
სტუმრად ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლები
    		<description>სსიპ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლები ააიპ ჩაქვის წმიდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის უფროსკლასელებს შეხვდნენ.  აღნიშნული ვიზიტების მთავარი მიზანია, აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოსწავლეებს, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მიერ დაფინანსებული ღონისძიებებისა და პროგრამების შესახებ მიეწოდოს ინფორმაცია. შეხვედრები დიალოგის რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უკუკავშირის შედეგად, ცენტრის ღონისძიებები მეტად მორგებული და ხელმისაწვდომი იყოს ახალგაზრდებისთვის.
ახალგაზრდებში ჯარის შესახებ ცნობიერების ამაღლება
    		<description>2025 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო სამხედრო სამსახური განახლდა და წვევამდელთა ეროვნული სამსახურით შეიცვალა. 
ამ და სხვა სიახლეებზე სასაუბროდ გიმნაზიას ეწვია უფროსი სერჟანტი კობა ნოღაიდელი და სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ქობულეთის მინუციპალური განყოფილების უფროსი მაიორი ამირან შანიძე.
მათ უფროსკლასელებს თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.
შეხვედრის მიზანი ახალგაზრდებში ჯარის შესახებ ცნობიერების ამაღლება და კანონში შეტანილი სიახლეების გაცნობა იყო.
პატარა ჩემპიონი
    		<description>ჩვენი პატარა გიმნაზიელი , მეორე კლასის მოსწავლე ლუკა ბარბაქაძე ( (დამრიგებელი ხათუნა მამულაიშვილი) მონაწილეობდა აჭარის ჩემპიონატში "კიოკუშინკაიკან კარატეში" ასაკობრივ კატეგორიაში და აიღო მეორე ადგილი. ვულოცავთ ლუკას ამ დიდ გამარჯვებას, წარმატებები და წინსვლა დიდ ასპარეზებზე. 